დიდი გაფრენა
ნეტავ ოდესმე ისე თუ გავაფრენთ, რომ ვარსკვლავებისკენ გავფრინდეთ?


დიდი გაფრენა
ნეტავ ოდესმე ისე თუ გავაფრენთ, რომ ვარსკვლავებისკენ გავფრინდეთ?
რატომ გვეჩვენებოდა ეს კითხვა უფრო რეალისტურად ნახევარი საუკუნის წინ? 50-იან წლებში ორიონის პროექტზე (ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდის შექმნა მარსსა და სატურნის თანამგზავრებზე გასაფრენად) მომუშავე ფიზიკოსს დაისონს სრულიად გიჟური იდეა ჰქონდა სერიოზულად მოწოდებული – ორიონს წამის ყოველ მეოთხედში მცირე ატომური ბომბები უნდა ჩამოეყარა და ხომალდს აფეთქებულ ცეცხლოვან ბურთებზე „მოტივტივეს“ უნდა ემოძრავა წინ. დრო გავიდა. კაცობრიობა ხვდება, რომ ვარსკვლავები ძალიან შორსაა, თანხები არასაკმარისი, მოსაზრებები თუ რატომ უნდა გავფრინდეთ სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ყველაზე სწრაფმა კოსმოსურმა ხომალდმა, რაც ოდესმე აგებულა – Helios-2-მა განავითარა მაქსიმალური სიჩქარე – 253 000 კმ/სთ. მაგრამ ამ სიჩქარით მოძრავ ხომალდსაც კი 17 000 წელი დასჭირდება უახლოეს ვარსკვლავთან მისაღწევად. ამ გარდაუვალ ფაქტებს კოსმოსური ფრენების ყველაზე თავგამოდებული მომხრეებიც კი მიჰყავს დასკვნებამდე, რომ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობები და „ვარსკვლავური ომები“ სამუდამოდ დარჩება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში.
მაგრამ ადამიანთა კოსმოსში გაფრენის მოტივაცია ამ ფაქტების მიუხედავად, დღეს, გასაოცრად იზრდება. ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება. კომპანიამ („პლანეტარული რესურსები“), რომელსაც მილიარდერი ინვესტორები უმაგრებენ ზურგს, რობოტი კოსმოსური ხომალდების გამოყენების შესახებ განაცხადა. მისი მიზანი ასტეროიდებზე ძვირფასი ლითონების მოპოვებაა…
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.