თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ტაკაჩს, ტოქსინების ექსპერტს, ასზე მეტ ქვეყანაში უმოგზაურია, ათასობით რეპტილია დაუჭერია, შეუგროვებია და შეუსწავლია მათი შხამი, რათა ენახა, შესაძლებელია თუ არა შხამის გადაქცევა სიცოცხლის მხსნელ წამლად

ჩეხმა ევოლუციის ბიოლოგმა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ პარაზიტი „კატის ტუალეტიდან“ ხშირად ადამიანზე გადადის. დაავადება დაბინძურებული წყლითაც ვრცელდება

ნახევარზე მეტი მოსახლეობა რეგიონში უკვე დაღუპული იყო. ისეთ სოფლებში მოხვდებოდი, სადაც ერთ ცოცხალ ადამიანსაც კი ვერ გადაეყრებოდი...

სტავრიდების გუნდი ჰარმონიულად მიცურავს. თევზების გუნდის ზომა ზოგჯერ 10 მეტრსაც აჭარბებს. გუნდის ლამაზი ფორმა უფრო მნიშველოვან მიზანს - მტაცებლებისგან თავდაცვას ემსახურება. აზორის კუნძულების სანაპიროსთან თევზების გუნდი ჯერ დაიშალა და მერე ისევ შეიკრა, როცა დელფინები, ფრინველები და ზვიგენები მასზე თავდასხმას შეეცადნენ.

ბენინი - ვუდუს დღესასწაული უიდაში. ეს კარნავალი, რომელზეც კილიტებით გაწყობილი კოსტიუმები აცვიათ, ეგუნგუნის სახელითაა ცნობილი. კარნავალის მონაწილეებში წინაპართა სულები ჩასახლდებიან. დღესასწაული ნიგერიის იორუბის კულტურას ეხმიანება. ზოგიერთი შენიღბული სული ცოცხლებს ლოცავს, ზოგი კი რიტუალური ცეკვებით ართობს.

ხანგრძლივი პანორამული ექსპოზიციით გადაღებისას ჯაჭვიანი კარუსელის გარშემო გასაფრენად მომზადებული კოსმოსური ხომალდის მსგავსად იკვრება სინათლის წრე. კარუსელის ტრიალი ზაფხულის საღამოს მხიარულ განწყობას ასახავს (მინესოტა, შტატის ბაზრობა).