მოუსვენარი გენები
რა გვიბიძგებს, რატომ გვეუფლება შეუცნობადში შეღწევის დაუოკებელი წყურვილი?


მოუსვენარი გენები
რა გვიბიძგებს, რატომ გვეუფლება შეუცნობადში შეღწევის დაუოკებელი წყურვილი?
დაუძლეველი ლტოლვა, ნახო, რა არის ამ შორეული მთის ან ოკეანის მიღმა, კაცობრიობის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია. მაგრამ რა გვიბიძგებს, რატომ გვეუფლება შეუცნობადში შეღწევის დაუოკებელი წყურვილი? თუ აღმოჩენებისკენ სწრაფვა თანდაყოლილია, მისი საფუძველი ალბათ ჩვენს გენებში უნდა ვეძიოთ. მაგრამ გენთა მრავალფეროვნება, ერთმანეთთან და გარემოსთან მათი ურთიერთქმედება რთულს ხდის იმ კონკრეტული გენების იდენტიფიცირებას, რომლებიც ადამიანს – მეტად ცნობისმოყვარე სახეობას – კვლევა-ძიებისკენ უბიძგებს. მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ზოგ მათგანს მიაჩნია, რომ ისეთ კომპლექსურ ქმედებას, როგორიც კაცობრიობის აღმოჩენებია, მხოლოდ ერთი გენის ახირებაზე დაყვანა შეუძლებელია. ამგვარი პროცესების ჩამოყალიბებაში გენთა მთელი ჯგუფები მონაწილეობენ, რომელთაც ყველას თავისი წვლილი შეაქვს: ზოგი კვლევისკენ სწრაფვასა და მოტივაციას გვიღვიძებს, ზოგიც ამ კვლევის შესრულებისთვის აუცილებელ უნარებსა და საშუალებებს გვივითარებს.

გენეტიკოსი ჯიმ ნუნანი ჩვენს კიდურებსა და ტვინზე პასუხისმგებელ გენებს სწავლობს. ადამიანის განვითარების პროცესში ყალიბდება ბარძაყები, ფეხები, “ჭკვიანი ხელები” და კიდევ უფრო ჭკვიანი ტვინი – წარმოსახვის გასაოცარი უნარით, რაც ჩვენს მობილობასა და სიმარჯვის ეფექტს ერთიორად ზრდის. მისი აზრით, სწორედ ამ თვისებებმა გადაარჩინა სპილოს კუნძულზე გამორიყული ანგლო-ირლანდიელი მკვლევარი, რომლის გემსაც პოლარული ყინული დაეჯახა. ხელთარსებული იარაღებით მან 7-მეტრიანი სამაშველო ნავის გადაკეთება და ანტარქტიკიდან სამხრეთ ჯორჯიაში ჩასვლა მოახერხა.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.