ფეხით გადასერილი მსოფლიო
მე ვმოგზაურობ. მივყვები იდეას, ამბავს, ქიმერას და შეიძლება სისულელესაც


ფეხით გადასერილი მსოფლიო
მე ვმოგზაურობ. მივყვები იდეას, ამბავს, ქიმერას და შეიძლება სისულელესაც
ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი არის უკან მოტოვებული ჭაობი, ნანგრევები და თავს დატეხილი უბედურება. თუ ეს ასეა, სიარული შობს რწმენას. სიარული ყოველდღიური სასწაულია ორმარცვლიან იამბურ რიტმში – შეკუმშვა და გახსნა. ჰოდა, ამ რწმენით აღსავსე მივდივარ წინ და თავქვე ვეშვები შეუცნობელში – შვიდი წლით მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ!
მე ვმოგზაურობ. მივყვები იდეას, ამბავს, ქიმერას და შეიძლება სისულელესაც. დავდევ აჩრდილებს. ვიწყებ კაცობრიობის საწყისი წერტილიდან – აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზიდან და ფეხით მივუყვები დედამიწის პირველი მოგზაურების, წინაპრების მიერ 60 000 წლის წინათ გაკვალულ ბილიკებს. ეს მიგრაცია დღემდე ყველაზე დიდ მოგზაურობად ითვლება არა იმიტომ, რომ მან პლანეტა მოგვართვა, არამედ იმიტომ, რომ ადრეულმა Homo sapiens-მა, პიონერმა მოგზაურებმა, პირველებმა დატოვეს დედა-კონტინენტი (სულ ორი ასეული თუ იქნებოდნენ) და გადმოგვცეს ის ფარული თვისებები, ადამიანად რომ გვაქცია: ენა, აბსტრაქტული აზროვნება, ხელოვნებისა თუ ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნის უნარი და თანამედროვე ადამიანის გენეტიკური თუ კულტურული მრავალფეროვნება. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით მათზე. ვიცით, რომ გადალახეს ბაბ-ელ-მანდების სრუტე („მწუხარების კარიბჭე“), რომელიც აფრიკას არაბეთის ნახევარკუნძულისგან გამოყოფს, შემდეგ ერთი პატარა გეოლოგიური ეპოქის განმავლობაში გამრავლდნენ და 2500 თაობა შექმნეს; მიმოიფანტნენ დედამიწის უკიდურეს, ასათვისებლად შესაძლებელ წერტილებში.
უკან დარჩა ათასწლეულები, მე ვაგრძელებ!
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.