
ღვთაებრივი დაისი
ფოტო კონკურსიდან „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა”
ვინ:
გიორგი ყურაშვილი, 30 წლის, ფოტოგრაფი
სად:
სამცხე-ჯავახეთი, საქართველო
რა:
Sony a3500, ობიექტივი 18-55მმ
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის – „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“ – ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ამ ულამაზეს კუთხეს.
გიორგი ყურაშვილის ნამუშევარმა, რომელიც მან ფარავნის ტბასთან გადაიღო, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე და პირველი ადგილიც დაიმსახურა: „ქართული ქრისტიანობის პირველი ნაბიჯები ამ ლანდშაფტზე გადაიდგა. ვცდილობ წარმოვიდგინო, რა ემოცია დაეუფლებოდა წმინდა ნინოს ამ საოცარი სილამაზის შემხედვარე… ღვთაებრივი გარემო და საოცარი ბუნება, რომლის აღწერაც წარმოუდგენლად რთულია, მეეჭვება სათანადოდ შეძლოს მჭევრმეტყველმაც – დაისის უკანასკნელ სხივთა გაკრთომა ხვალინდელი დღის იმედით“, – წერს გიორგი.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge