თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ყველაფერი მოზღვავებული ოპტიმიზმით დაიწყო: 2021 – იმედისა და ვაქცინების წელი. შემდეგ გამოჩნდა კონფლიქტები და ვირუსის ახალი ტალღა, კლიმატის კრიზისიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. როგორც ჩანს, ესაა წელი, როდესაც უნდა...

ტრანსპორტის „მწვანე“ რევოლუცია დაიწყო. თანამედროვე ელემენტებზე მომუშავე მანქანები სწრაფად იყიდება და ჩნდება ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე თვითმფრინავები.

ტყის ხანძრები, გვალვა, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, მყინვარების დნობა, ზღვების ადიდება, ძლიერი შტორმები. განგაში წლების განმავლობაშია ატეხილი, მაგრამ 2021 წელს გამოჩნდა, რომ კლიმატი უკვე შეიცვალა.

გამოწვევებით სავსე წელიწადში იმედისმომცემი ნაბიჯებიც გადაიდგა ბუნებრივი და კულტურული საგანძურის შესანარჩუნებლად. მოწყვლად სახეობათა გადარჩენის, ოკეანის დაცვისა და წარსულისთვის პატივის მიგებაში აირეკლა ჩვენი იმედი და ჰუმანიზმი.

პანდემიამ 2021 წელს ემოციურად აღმა-დაღმა გვატარა. ვაქცინების გამოჩენამ ოპტიმიზმი ჩაგვისახა, მაგრამ იმუნიზაციის პროცესი დეზინფორმაციამ და დეფიციტმა შეაფერხა. ცხოვრების ძველ რიტმს ნელ-ნელა ვუბრუნდებით, თუმცა ვირუსი კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს.