კლიმატი
ტყის ხანძრები, გვალვა, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, მყინვარების დნობა, ზღვების ადიდება, ძლიერი შტორმები. განგაში წლების განმავლობაშია ატეხილი, მაგრამ 2021 წელს გამოჩნდა, რომ კლიმატი უკვე შეიცვალა.

13 იანვ. დათბობა მოქნილებს წყალობს ნეკოს ყურე, ანტარქტიდა ფოტო: თომას პ. პეშაკი სუბანტარქტიკულ პინგვინებს ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე ვეშაპის ძველ ხერხემალთან დაუდიათ ბინა. ზამთრის ტემპერატურა აქ 1950 წლიდან გამაოგნებლად, 6 გრადუსით, გაიზარდა, რაც ხუთჯერ აღემატება მსოფლიო ტემპერატურის ზრდის საშუალო მაჩვენებელს. ზღვის ყინულზე დამოკიდებული ანტარქტიკული და ადელის პინგვინების რიცხვი იკლებს, თუმცა უფრო მოქნილი სუბანტარქტიკული პინგვინები უყინულო სანაპიროსა და წყალსაც მშვენივრად მოერგნენ. 1980-იანი წლებიდან მათი გლობალური პოპულაცია გაექვსმაგდა.
21 მარ. უჩვეულო სიცხე ტსვალუ-კალაჰარის ნაკრძალი, სამხრეთ აფრიკა ფოტო: თომას პ. პეშაკი გარიჟრაჟზე სურიკატები ორმოებიდან ძვრებიან და მზეს ეფიცხებიან, თუმცა კალაჰარის უდაბნო უკვე მათთვისაც ზედმეტად თბება. ნაშიერების ზრდის ტემპი შენელდა, ზრდასრულები კი ნაადრევად იღუპებიან. უნალექობის გამო არ ხარობს ბალახი, იკლებს ჭიანჭველებისა თუ ტერმიტების რიცხვი და მათი მჭამელი ცხოველები ზარალდებიან – თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ არღვევს კლიმატის ცვლილება ისედაც ცხელი ეკოსისტემის ბალანსსაც კი.
27 აპრ. ზემოთ დნობა, ქვემოთ ყინული – ჯერჯერობით ვერფენი, ავსტრია ფოტო: რობი შონი აისრიზენველტის – 42 კმ სიგრძის მღვიმეთა სისტემის – ყინულის ნაწილი შეიძლება 1000 წელზე ძველიც იყოს. მღვიმეში ნაპრალებიდან მდნარი თოვლი შედის, თბილი ჰაერი კი გარეთ გაედინება და მუდამ ყინვაა. ალპებში, მყინვარების მსგავსად, ყინულოვანი მღვიმეებიც დნება, თუმცა ეს 30 000 ტონა ყინულის შემცველი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ჯერჯერობით უვნებელია. ალბათ, ეს შესასვლელი კარისა და თბილი ჰაერის გამწოვი უზარმაზარი „საკვამურების“ დამსახურებაა.
12 მაისი ბალახისა და წყლის საშოვარზე ბულალეჰი, ეთიოპია ფოტო: ლინსი ადარიო გვალვებით დატანჯულ ეთიოპიას წვიმამ 2021 წელსაც გაუცრუა იმედი. მექარავნეებმა ყური მოკრეს ჭორს, რომ სომალის საზღვარზე იწვიმა და იქაური საძოვრის საპოვნელად ამაოდ იარეს 12 დღე; 12 დღეც უკანა გზაზე, რათა აქლემებისთვის წყალი ამ ჭიდან ამოეღოთ. 13 მლნ ეთიოპიელის (მოსახლეობის 10%) სურსათის უკმარისობას დიდწილად სამოქალაქო ომი განაპირობებს, თუმცა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გახშირებული გვალვებიც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
26 აგვ. ჯოჯოხეთური ხანძარი ტყეში ლასენის ეროვნული ტყე, კალიფორნია ფოტო: ლინსი ადარიო მეხანძრეები თვეების განმავლობაში ებრძოდნენ კალიფორნიის ხანძარს სახელწოდებით „დიქსი“, რომელმაც 400 000 ჰა გადაწვა და თითქმის გაანადგურა დაბა გრინვილი. ჩრდ. ამერიკის დასავლეთში ტყის ხანძრების რიცხვი და მასშტაბი უკანასკნელ წლებში გაიზარდა, რასაც ნაწილობრივ კლიმატის ცვლილებამ შეუწყო ხელი; ცხელი, გვალვიანი პირობები ცოცხალ და მკვდარ მცენარეებს აშრობს და აალების ალბათობას ზრდის. გამოსავალი იქნება კონტროლირებული ხანძრები, რომლებიც სტიქიურ ხანძრებს საწვავს გამოაცლის.