კონსერვაცია
გამოწვევებით სავსე წელიწადში იმედისმომცემი ნაბიჯებიც გადაიდგა ბუნებრივი და კულტურული საგანძურის შესანარჩუნებლად. მოწყვლად სახეობათა გადარჩენის, ოკეანის დაცვისა და წარსულისთვის პატივის მიგებაში აირეკლა ჩვენი იმედი და ჰუმანიზმი.

25 თებ. რბოლა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრაზილია-გაიანის საზღვარი ფოტო: რენან ოზთურქი სამეცნიერო-სათავგადასავლო ექსპედიციის ფარგლებში ალექს ჰონოლდი მიუყვება ვეიასიპუს – გაიანის, ბრაზილიისა და ვენესუელის გზაჯვარედინზე აღმართულ ერთ-ერთ მაგიდა მთას, იმავე ტეპუის. ეროზიამ მილიონობით წლის განმავლობაში გამოძერწა ეს მიუწვდომელი სამყაროები, სადაც სახეობები მიმდებარე ტეპუიების ბინადარი ბიძაშვილებისაგან იზოლირებულად განვითარდნენ. ჰერპეტოლოგი და National Geographic-ის მკვლევარი ბრიუს მინსი, ჰონოლდისა და სხვების დახმარებით, ცდილობს აქ ახალ სახეობებს მიაკვლიოს და მათი ეკოსისტემასთან ადაპტაციის უნარი შეისწავლოს – სანამ გლობალური დათბობა და ქიტრიდიომიცეტები გააქრობენ ამფიბიებს.
3 ივნ. ახალი სარკმელი ეგვიპტის წარსულში კაირო, ეგვიპტე ფოტო: პაოლო ვერძონე კაიროში ეგვიპტის მუზეუმის სტუმრებს ჭაბუკი ტუტანხამონის სახე ეგებება. ეს რეალური ზომის მოდელი, შესაძლოა, სამეფო მოკაზმულობის საჩვენებელ მანეკენად გამოიყენებოდა და ერთ-ერთია ახალგაზრდა ფარაონის აკლდამის იმ 5000 არტეფაქტიდან, რომლებსაც რესტავრაცია უტარდება და გამოსაფენად მზადდება. ეგვიპტის დიდი ახალი მუზეუმის გახსნა 2022 წლის მიწურულს იგეგმება და მის საკონსერვაციო ლაბორატორიაში მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი მუშაობს. ეგვიპტის სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებიც ტუტანხამონის მახლობლად უნდა ყოფილიყვნენ დაკრძალულნი, თუმცა მათი აკლდამები ჯერ კიდევ აღმოსაჩენია.
8 ივნ. ჰაბიტატების შემცირება საფრთხეს უქმნის ჟირაფებს ჩობეს ეროვნული პარკი, ბოტსვანა ფოტო: დევიდ ჩენსელორი ჟირაფები ჩობეს ეროვნულ პარკში გადაადგილდებიან. იმის გამო, რომ ჟირაფის ჰაბიტატების უმეტესობა დაცულ ტერიტორიებს არ მიეკუთვნება, ქალაქმშენებლობა და სოფლის მეურნეობა ამ ცხოველს სულ უფრო ავიწროებს და მცირე პოპულაციებად ანაწევრებს. შედეგად, ხმელეთის ყველაზე მაღალ ძუძუმწოვარს გადაშენება ემუქრება. მისი რაოდენობა დღეს 68 000-მდეა და სულ იკლებს.
17 ივლ. სპილოების გადარჩენა, თემის დახმარება რეტეტის სპილოების ნაკრძალი, კენია ფოტო: ემი ვიტალე სამი წლის ობოლი ბაიბეი ხორთუმში მოხელთებული ბოთლიდან საკვებს ეწაფება. პანდემიამდე პატარა სპილოებს ჩვილ ბავშვთა ხელოვნურ საკვებს აჭმევდნენ, თუმცა ლოკდაუნის გამო ნაკრძალის თანამშრომლები ქალაქში ვეღარ ჩადიოდნენ მის საყიდლად. სამაგიეროდ, თხის რძეზე დაფუძნებული ნოყიერი და იაფი რეცეპტი შეიმუშავეს. რძეს მეზობელი მეცხოველეებისგან ყიდულობენ, რითაც რეტეტი ადგილობრივ ეკონომიკასაც აძლიერებს და სოფლის მოსახლეობასა და სპილოებს შორის მჭიდრო კავშირსა და მშვიდობიან თანაარსებობასაც უწყობს ხელს.
23 ივლ. პრეისტორიული ძეგლის დაცვა უილტშირი, ინგლისი ფოტო: რუბენ ვუ 5000 წლის წინ ინგლისის სამხრეთში აგებულ სტოუნჰენჯს საკონსერვაციო სამუშაოები 1901 წელს ჩაუტარდა, მას შემდეგ, რაც ერთი ფრაგმენტი ჩამოიშალა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი დადგა. გასულ სექტემბერში ლოდებს გამაგრებითი და ეროზიისაგან დამცავი სამუშაოები ჩაუტარეს. ორი თვით ადრე შეჩერდა მიმდებარე გზატკეცილის მიწისქვეშ გადატანის პროექტი, რომელიც საგზაო მოძრაობის განტვირთვას ისახავდა მიზნად, არქეოლოგები კი ღელავდნენ, რომ ამით ჯერ კიდევ აღმოუჩენელი არტეფაქტები განადგურდებოდა.
27 ივლ. ჩხრიალა გველების დამსახურება დევისის მთები, ტეხასი ფოტო: ხავიერ ანსარ გონსალეს დე რუედა აღმოსავლური შავკუდა ჩხრიალა გველი გზის პირას მორზე შემოხვეულა. ჩხრიალა გველებს აშშ-ში ოდითგანვე განურჩევლად ხოცავდნენ შიშისა და სიძულვილის ნიადაგზე, თუმცა ამ მტაცებლის მნიშვნელოვანი დამსახურებაა მღრღნელების რიცხვის რეგულირება. მის შხამს იკვლევენ მედიცინაში გამოსაყენებლად – მათ შორის კიბოსა და COVID-19-ის სამკურნალოდ.