
ხილვადობის ხაზი
მაკრელის გვერდზე განლაგებული ეს შავი ზოლი გვერდითი ხაზია, რეცეპტორების სისტემა, რომელიც წყლის მოძრაობას და წნევას აღიქვამს.
მაკრელის გვერდზე განლაგებული ეს შავი ზოლი გვერდითი ხაზია, რეცეპტორების სისტემა, რომელიც წყლის მოძრაობას და წნევას აღიქვამს. პაწაწინა რეცეპტორები, ნეირომასტები, თევზს მოძრაობის დიდი სიზუსტით ამოცნობაში ეხმარებიან, რითიც უმარტივებენ ნადირობას, წინაღობის თავიდან აცილებას და ჯგუფურად ცურვას.