
იერუსალიმი არ არის ომის ქალაქი. ანვერ გორენი ჯიუტად რჩება ამ აზრზე.
ფეხით მივუყვებით მდინარეს, რომელშიდაც დღეში 45 000 კუბური მეტრის სიბინძურე იღვრება. მდინარე აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ქაფიან ნაკადებად მოედინება ლევანტში და მკვდარ ზღვამდე დარჩენილ 36-კილომეტრიან კალაპოტს ქაფიანი ნაკადით ავსებს. ისე ფეხდაფეხ მივდევთ ამ ნაგავს, თითქოს პილიგრიმობის ერთ-ერთი ფორმა იყოს და გრძელი გზის ბოლოში რაიმე ნათელი დაგვხვდება, ფიქრობს გორენი, ისრაელის წამყვანი არქეოლოგი.
„იერუსალიმმა დაარსებიდან 700 ომი გადაიტანა, – მეუბნება და თან ტურისტებს შორის მიიკვლევს გზას, – მაგრამ მშვიდობიანი ხანგრძლივი პერიოდებიც იყო“. სამნი ვართ.
გორენი: ებრაელი, იერუსალიმის მკვიდრი, ხუჭუჭა, ცისფერთვალება ინტელექტუალი და პალესტინელი ბასამ ალ-მუჰური, ფოტოგრაფი რომელიც ჩვენი დაუღალავი გიდიცაა. მე მათ, 381-დღიანი სიარულის შემდეგ, აფრიკიდან ვუერთდები. კაცობრიობის ბიოლოგიური აკვნიდან (აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი) მიწათმოქმედებისა თუ წერილობითი ენის შემქმნელთა სამშობლოში გადმოვედი. მოკლედ, უკვე „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ მიწაზე
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.