მეცნიერების მწვერვალი
კონსტა პუნკა ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპაში


მეცნიერების მწვერვალი
კონსტა პუნკა ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპაში
რიცხვები:
3580 – მეტრი ზღვის დონიდან
1931 – კვლევითი სადგურის აშენების წელი
-7,50C – საშუალო ტემპერატურა
კონსტა პუნკა ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპაში და ინტეგრირებული ნახშირორჟანგის კვლევით სადგურებს იღებდა, რომლებიც სათბურის აირებს ზომავენ. ეს სადგურები ძირითადად კონტინენტის მიუვალ წერტილებშია განლაგებული, მაგრამ არცერთი მათგანი არაა ისე მაღლა, როგორც იუნგფრაუიოხის, შვეიცარიაში.
„მანამდე რამდენიმე ვიდეოპროექტი იყო, რომელთა მიმდინარეობისასაც დრონები დაიკარგა. მე შევძელი ჩემი დრონი ჰაერში გამეჩერებინა“.
— კონსტა პუნკა
ჩასვლა
მთაზე ასვლა
იუნგფრაუიოხის კვლევითი სადგური პირქუში და იზოლირებულია, მის ჭერქვეშ ყინულის სასახლე, შოკოლადის მაღაზია და ევროპის ყველაზე მაღალმთიანი მატარებლის სადგური მდებარეობს. ტურისტების მსგავსად, იქ მისაღწევად პუნკამაც ფუნიკულიორით იმგზავრა მთის ქვეშ მდებარე გვირაბის გავლით. შემდეგ მაღალსიჩქარიან ლიფტში ჩაჯდა, რომელმაც იგი მწვერვალზე მდებარე კვლევით სადგურამდე აიყვანა, სადაც მას, სხვა მოგზაურებისგან განსხვავებით, საშუალება მისცეს, 4 დღე მეცნიერებთან დარჩენილიყო.
წასაღები ნივთების სია
შეფუთვა
პუნკამ ალპებში ადრიანი გაზაფხულის ამინდის შესაბამისად ჩაიცვა ფენა-ფენა, ძირითადად – ბუმბულის და თერმული ტანსაცმელი.
• ფეხსაცმელი ღრმა თოვლისთვის
• ფოტოაპარატი სამი ლინზით
• თოვლის შარვალი (საკმაოდ თბილი იმისათვის, რომ მიწაზე დაწოლილს გადაეღო ბუნება)
• დრონი სამი დამატებითი ელემენტით (ელემენტები ამ მკაცრ პირობებში სწრაფად იცლება)
• ზამთრის ხელთათმანები ხელის გამათბობლებთან ერთად (პუნკა დრონს ხელთათმანების გარეშე მართავდა და მათი სწრაფად გათბობის საშუალება ესაჭიროებოდა).
სტარტი
„ჯადოსნური დილა“
„უიღბლო აისის“ ორდღიანი ციკლის შემდეგ, გაზაფხულის ქარიშხლის ამოვარდნამდე, პუნკა თავისი დრონით სადგურის ზედა ნაწილში ავიდა – „ამომავალი მზის შუქში მთის ყურება მინდოდა“. მან დრონი მწვერვალიდან გაუშვა. როდესაც დრონმა საჭირო სიმაღლეს მიაღწია, პუნკამ ხელები მაღლა ასწია: „ფოტოებში ჩემ თავს ხშირად არ ვიღებ, მაგრამ აქ მასშტაბის გამოჩენა მინდოდა“. ისე ციოდა, რომ ფოტოს გადაღების შემდეგ სასწრაფოდ შევარდა სადგურში და იქიდან დააბრუნა დრონი უკან.