
მეცნიერების შემოქმედებითი მიდგომა გადაშენების ზღვარზე მყოფთა მიმართ
მილიონამდე სახეობაა გადაშენების პირას; მათი უმეტესობაც რამდენიმე ათწლეულში გაქრება
ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ისტორიის მანძილზე ყველაზე მასობრივი, რიგით მეექვსე გადაშენებისკენ მივექანებით. ადამიანის საქმიანობამ გადაშენების მაჩვენებელი კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით
მილიონამდე სახეობაა გადაშენების პირას; მათი უმეტესობაც რამდენიმე ათწლეულში გაქრება.
ეს პერსპექტივა საშინელია, თუმცა, არა გარდაუვალი. სახეობების გასამრავლებლად მეცნიერები ახალ ტექნოლოგიებსა და არატრადიციულ მიდგომას მიმართავენ. მეცნიერები საყვარელი ცხოველების გადასარჩენად უჩვეულო გზებს იყენებენ და გარდა იმისა, რომ სახეობების გამრავლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი, ძაღლებსაც კი წვრთნიან იშვიათი გორილების კვალის ასაღებად.

როლის თამაში
წერომ სახელად Walnut სმითსონის კონსერვაციული ბიოლოგიის ინსტიტუტში მიყვანის შემდეგ მომვლელი, კრის კროუი ამოიჩემა და პარტნიორზე უარი განაცხადა. ახლა კროუ Walnut-ის დასაინტერესებლად მამალ წეროს ბაძავს, შემდეგ მამრ მის კვერცხებს ხელოვნურად ანაყოფიერებს.
ფოტო: ლექსი სუოლი

მტრის წინაშე
კურდღლისყურა ავსტრალიურ ჩანთოსნებზე ველურ ბუნებაში მელები და გარეული კატები ნადირობენ. მტრისგან თავის დაღწევის ინსტინქტის გაძლიერების მიზნით მეცნიერები ჩანთოსნების ვოლიერებში კატებს უშვებენ.
ფოტო: კვინსლენდის მთავრობა

თანამედროვე ტექნოლოგია
ველურ ბუნებაში ამ სახეობის 150-მდე ზრდასრული ინდივიდია დარჩენილი. გამრავლების სტიმულირების მიზნით მეცნიერები თანამედროვე ტექნილოგიებს იყენებენ. მაგალითად, დრონით მოაქვთ მამრის სპერმა და შემდეგ მდედრებს ხელოვნურად ანაყოფიერებენ.
ფოტო: ანჯელო ჯანუტსოსი

სუნის კვალდაკვალ
აფრიკული გორილას კვალის აღება უღრან ტყეში რთულია. მეცნიერებს გორილების მოსაძებნად თავშესაფრიდან აყვანილი და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ეხმარებიან.
ფოტო: OROKIET/ALAMY STOCK PHOTO