ნორვეგიული თავგადასავალი
ზამთრის სერფინგის მოყვარულთათვის ლოფოტენის კუნძულები მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაცი და სახიფათო ადგილია.


ნორვეგიული თავგადასავალი
ზამთრის სერფინგის მოყვარულთათვის ლოფოტენის კუნძულები მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაცი და სახიფათო ადგილია.
რიცხვები:
18 – უნსტადის −ზამთრის სერფინგის ყველაზე სახელგანთქმული ადგილის − მოსახლეობა
5°C – წყლის საშუალო ტემპერატურა თებერვალში
195 – კილომეტრი არქტიკული წრიდან
“როდესაც დიდებული ტალღა მოდის და შენც ზუსტად გამოიჭერ მას, სიხარული და ბედნიერება ეგაა“.
− ალინ ბოკი, სერფერი
ტალღებთან ჭიდილი:
ლოფოტენის არქიპელაგი თავგადასავლების მაძიებლებს არქტიკული დინებებით და ფიორდებით იზიდავს. აქაურ ყინულოვან ტალღებზე სრიალი დიდ indre kraft-ს მოითხოვს, ასე უწოდებენ ნორვეგიელები შინაგან ძალას.
ცივი წყლის საცურაო კოსტიუმების დახვეწამ გაუსაძლისი ყინვა სერფერებისთვის უფრო ასატანი გახადა. „აქ მხოლოდ ჩვენ ვართ, ჩვენი დაფები და თვალუწვდენელი ბუნება“, − ამბობს გერმანელი სერფერი ალინ ბოკი (ფოტოზე მეგობარ ლენა შტოფელთან ერთად).
კუნძულის ცხოვრება:
სერფინგის, პადლ-ბორდინგის და ლაშქრობის შემდეგ თავგადასავლების მაძიებლებს მარტოობის დარღვევა და კუნძულის საუკუნოვან თევზის კულტურასთან ზიარება შეუძლიათ. რორბუებთან − ტრადიციულ წითელ ქოხებთან − ქარში გასახმობად ვირთევზები − ადგილობრივი თევზის წვნიანის მთავარი ინგრედიენტი კიდია.
არქტიკული ზამთრის დღის სინათლე თვალის დახამხამებაში იწურება − რაც უფრო გრძელია ღამე, მით უფრო დიდია ალბათობა, ჩრდილოეთის ციალის მწვანე ხვეულებს წააწყდე ცაზე, განსაკუთრებით სოფელ რეინესა და სვოლვერში.
ეკოფოკუსი:
ლოფოტენის არქიპელაგი კულტურის შენარჩუნებასა და ტურიზმის უარყოფითი გავლენის შემცირებაზე ზრუნავს, რის გამოც მდგრადი ტურიზმის საერთაშორისო საბჭომ არქიპელაგს სპეციალური ხარისხის ნიშანი მიანიჭა.
კლიმატის ცვლილება მყინვარების დნობას და ზღვის დონის მატებას იწვევს; ერთ დღესაც კუნძულის ტალღები სერფერებისთვის ზედმეტად სახიფათო შეიძლება გახდეს. წარმატებულმა კონსერვაციულმა სამუშაოებმა, მაგალითად, სანაპიროზე წიაღისეული საწვავის მოპოვების შეწყვეტამ, გარემოზეც და ხალხზეც დადებითად შეიძლება იმოქმედოს.