
ოკეანის შესწავლის დემოკრატიზაცია
ამჟამად კომპანია მუშაობს ე.წ. „GPS ტრეკერებზე“, რომლებიც შეგვიძლია ზვიგენის ფარფლქვეშაც კი ჩავმალოთ და ბრაკონიერების კვალს მივყვეთ
„ეს კონსერვაციული ტექნოლოგიის ეპოქაა“, ამბობს შაჰ სელბე. ყოფილმა აეროკოსმოსურმა ინჟინერმა დააარსა ლაბორატორია (Conservify), რომელიც „მოყვარული მეცნიერების“ შესაიარაღებლად იყენებს მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ტექნოლოგიებს – თანამგზავრების მონაცემებს, სენსორებს, დრონებსა თუ აპლიკაციებს.
ამჟამად კომპანია მუშაობს ე.წ. „GPS ტრეკერებზე“, რომლებიც შეგვიძლია ზვიგენის ფარფლქვეშაც კი ჩავმალოთ და ბრაკონიერების კვალს მივყვეთ. და კიდევ ერთი პროექტი: შორ მანძილზე მოქმედი სისტემა, რომელიც დრონების მეშვეობით საზღვაო დაცული ტერიტორიების მონიტორინგს ატარებს.