ომიდან გაქცევა, თავშესაფრის პოვნა
სექტემბრის ბოლოს, თურქეთში გადასასვლელი მურშიტპინარის საზღვრის გადაკვეთისას, ათიათასობით სირიელი ლტოლვილი მოაწყდა დაუმუშავებელ წიწაკის მინდვრებს


ომიდან გაქცევა, თავშესაფრის პოვნა
სექტემბრის ბოლოს, თურქეთში გადასასვლელი მურშიტპინარის საზღვრის გადაკვეთისას, ათიათასობით სირიელი ლტოლვილი მოაწყდა დაუმუშავებელ წიწაკის მინდვრებს
რა ხდება, როცა ომი ლტოლვილად გაქცევთ?
თქვენ იწყებთ სიარულს.
მართლაც, ასეა. თუკი თქვენს სოფელს მებრძოლები დაესხნენ თავს, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, თავიდან შესაძლოა გაასწროთ ნებისმიერი ტრანსპორტით, რასაც კი მოიხელთებთ. იქნება ეს საკუთარი ავტომანქანა თუ მეზობლის ხილის სატვირთო, იქნებ გაგიმართლოთ და მოპარულ ავტობუსშიც აძვრეთ ან ოთხთვალა საზიდარში ჩახტეთ, ტრაქტორი რომ მიათრევს. მაგრამ ბოლო ერთია: საზღვარი. ესაა წერტილი, საიდანაც ხეტიალს იწყებთ. რატომ? იმიტომ, რომ ფორმიანი კაცები საბუთებს მოგთხოვენ. რა, არ გაქვთ? ნუთუ სახლში დაგრჩათ? იქნებ, ჯერ, გიჟივით, ბავშვს სტაცეთ ხელი? თუ საჭმელს და ფულს? მნიშვნელობა არ აქვს. გადმოდით მანქანიდან! აქეთ დადექით! მოიცადეთ! რეალურად უკვე ამ წუთიდან იწყება თქვენი, როგორც ლტოლვილის, ცხოვრება, საბუთებითა თუ მათ გარეშე – იწყება ფეხით.
სექტემბრის ბოლოს, თურქეთში გადასასვლელი მურშიტპინარის საზღვრის გადაკვეთისას, ათიათასობით სირიელი ლტოლვილი მოაწყდა დაუმუშავებელ წიწაკის მინდვრებს. ეთნიკური ქურთები ისლამური სახელმწიფოს ტყვიებსა და ხანჯლებს გამოექცნენ…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.