
ომისგან დაფარული მთაგორიანი სამყარო
მყინვარების ძირში გაშლილ გარგარის ბაღებში მყოფი გლეხებისთვის სისხლისღვრა შორეულ დედაქალაქში, ქაბულში თითქოს არც არსებობდა
ავღანეთი ადგილია და არა ომი.
შეიძლება ახალ ამბებში თალიბანის თვითმკვლელთა იერიშები იყოს მთავარი თემა, მაგრამ ცენტრალური აზიის ეს უზარმაზარი ქვეყანა მთელ კოსმოსს იტევს. მთაგორიანი ვახანის დერეფანი ისეთია, როგორადაც ცოტა უცხოელს თუ წარმოუდგენია ავღანეთი: ჰინდუქუშის მთიანეთის მიერ ომისგან დაცული, მეტად წყნარ დროში ჩაკეტილი და ალპური სინათლით გასხივოსნებული ადგილი.
გასულ ზაფხულს ეს უკიდურესად მოშორებული ველური ადგილი დავლაშქრე. ჩემთან ერთად ფოტოგრაფი მატიე პალეც იყო და ერთად მოვინახულეთ ხეობები, რომლებშიც მშვიდობიანი ისმაილიტი ფერმერები ბიბლიური მეთოდებით – ხარების ჩლიქებით – ლეწდნენ ხორბლის თავთავს. პატარა ყინულოვან მდინარეებში წყლის წისქვილები ფქვილს ფქვავდნენ. მყინვარების ძირში გაშლილ გარგარის ბაღებში მყოფი გლეხებისთვის სისხლისღვრა შორეულ დედაქალაქში, ქაბულში თითქოს არც არსებობდა.
მეტწილად უგზო პეიზაჟი ისე განვვლეთ, როგორც ადრინდელმა აბრეშუმის გზის მოგზაურებმა – ვირებით. ჩვენი მგზავრობის ისტორიას National Geographic-ის სექტემბრის ნომერში იხილავთ.
სამოთხიდან სვლა

2013 წელს პოლ სალოპეკმა წამოიწყო ის, რასაც იგი „ნელი ჟურნალისტიკის ექსპერიმენტს“ უწოდებს: 34 000-კილომეტრიანი მოგზაურობა ფეხით იმ გზაზე, რომელზეც ქვის ხანის ადამიანებმა პირველად გაიარეს. მოგზაურობისას ის ჩვენი დროის დიდ თემებზე წერს – კლიმატის ცვლილებიდან დაწყებული კულტურების გადარჩენით დამთავრებული. სიახლეები პერიოდულად ჟურნალში შეგიძლიათ იხილოთ, ხოლო მთლიანი მოგზაურობა საიტზე outofedenwalk.org.