
რატომ აქვს მარწუხის ზომას მნიშვნელობა
მდედრს ორი სიმეტრიული მარწუხი აქვს, მამრს ერთი პატარა და ერთიც ზომაზე დიდი
გარშემო მამრები ირევიან და მაცდური მოძრაობებით ცდილობენ მდედრის შეტყუებას თავიანთ სანაპირო „ვილებში“. ვის აირჩევს მდედრი ქვიშის კიბორჩხალა? იმას, ვისაც ყველაზე დიდი მარწუხი აქვს.
მდედრს ორი სიმეტრიული მარწუხი აქვს, მამრს ერთი პატარა და ერთიც ზომაზე დიდი. „დიდი მარწუხი საწინააღმდეგო სქესის მოსაზიდად არის“, – ამბობს ნიკოლსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგი ზაქარი დარნელი (ლუიზიანა). მდედრი იმ მამრს ირჩევს, „რომლის მარწუხიც ყველაზე მეტად მოეწონება“. დიდი მარწუხი მისი სიძლიერის მაჩვენებელია.
შეწყვილების შემდეგ, მდედრი ბუდეში რჩება, მამრი კი მიდის და ხშირად, მარწუხის ქნევით სხვა მდედრებიც მოჰყავს. დარნელის თქმით, ცხელ ქვიშაზე მარწუხი არა მარტო სატყუარაა, არამედ თერმორეგულაციის ფუნქციასაც ასრულებს.
რამდენიმე კვირაში, ორსული მდედრები ბუდეს ტოვებენ და წყალში, კვერცხების დასადებად მიდიან.