რბოლა ჰავაის ძვირფასი ლოკოკინების გადასარჩენად
მეცნიერები გამოსავალს ეძებენ ამ ნაკლებად გამოკვლეული სახეობების დასაცავად.
ერთი საუკუნის წინ ჰავაის კუნძულებზე 750-ზე მეტი სახეობის ხმელეთის ლოკოკინა ბინადრობდა. თითქმის ყველა მათგანი „სხვაგან არსად გვხვდება“, – ამბობს დევიდ სისკო, ველურ ცხოველთა შემსწავლელი ბიოლოგი და National Geographic-ის მკვლევარი, რომელიც კოორდინირებას უწევს ლოკოკინების გადაშენების პრევენციის პროგრამას ჰავაის შტატში. ბოლო ათწლეულებია, ტყეების გაჩეხამ და ინვაზიურმა მტაცებელმა ლოკოკინებმა ეს სახეობები თითქმის გაანახევრა. კიდევ ასი სახეობა, მათ შორის ოაჰუს ხმელეთის ლოკოკინა, გადაშენების პირასაა. ჰავაიელი მკვლევრები შეუერთდნენ National Geographic-ის „ფოტოკიდობნის სახეობათა დაცვის ინიციატივას“ ლოკოკინას ბედის გამოსასწორებლად. მათ პატარა მიწის ნაკვეთები შემოფარგლეს 2 მეტრამდე სიმაღლის კედლებით, რომლებზეც მტაცებლების შესაჩერებელი ხაფანგებია დამაგრებული. მიზანი? „უბრალოდ ამ ლოკოკინების დედამიწაზე შენარჩუნება, სანამ უკეთეს ტექნოლოგიას შევიმუშავებთ“, – ამბობს სისკო. „დრო აღარ დარჩა. ახლა, ან არასდროს“.
მტაცებელი ტროპიკული ხმელეთის ლოკოკინა (euglandina rosea) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 2 წელი
ოაჰუს ხმელეთის ლოკოკინა (laminella sanguinea) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 5 წელი ეკოლოგიური მჭამელები ლოკოკინები, რომლებიც მკვდარი და ხრწნადი ფოთლებით იკვებებიან, ტყის ბუნებრივი დასუფთავების ბრიგადის წევრები არიან.
ოაჰუს მიწის ლოკოკინა (amastra variegata) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 5 წელი
ოაჰუს ხის ლოკოკინა (achatinella bulimoides) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 15 წელი
ოაჰუს ხის ლოკოკინა (achatinella livida) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 15 წელი

National Geographic Society აფინანსებს ჯოელ სარტორეს „ფოტოკიდობნის“ პროექტს, რომლის მიზანია მსოფლიოს ზოოპარკებში, აკვარიუმებსა და ნაკრძალებში მობინადრე თითოეული სახეობის დოკუმენტირება.