
შეიგრძენი ისტორია ფოტოებით
რეტროსპექტივა
მუზეუმი 2016 წელს ვაშინგტონში გაიხსნა. „ჩემთვის ამ გადაღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, − ამბობს როი, − მე ვიღებდი ადამიანებს, რომლებიც ნატ ტერნერის ბიბლიას ინახავდნენ. შევხვდი მას, ვინც წლების განმავლობაში ფლობდა ჯეიმს ბოლდუინის ტანსაცმელსა და პირად ნივთებს“.
როის თქმით, ეს „ემოციურად რთული“ დავალება იყო, რადგან თითოეულ არტეფაქტს სულის შემძვრელი ისტორია ერთვოდა თან, მეპატრონეები კი ძალიან მოხუცებულნი და დაუძლურებულნი იყვნენ.
„თითოეულ მათგანს დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ვხვდებოდი. გავიცანი ელეინ ტომფსონი, რომელსაც შენახული ჰქონდა თავისი წინაპრის მონობიდან გათავისუფლების ცნობა; იგი გადაღებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა“.
წლების განმავლობაში „პირობა მქონდა დადებული, რომ აღარ წავიდოდი სხვების მუზეუმში, სანამ ჩემი კულტურის მუზეუმი არ მექნებოდა. ბოლოს და ბოლოს მაქვს შესაძლებლობა, შევიგრძნო ისტორიის ის ნაწილი, რომელიც მაკლდა და ეს მშვენიერია“. როი თავს ვალდებულად თვლის, გვიამბოს ეს ისტორიები, რამდენადაც ეს ფოტოებით არის შესაძლებელი.
მოუსმინეთ როის თავისი ცხოვრებისა და სამსახურის შესახებ ჩვენი პოდკასტის − OVERHEARD AT NATIONAL GEOGRAPHIC − მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდში (პოდკასტი ინგლისურ ენაზეა).
