
შტორმი, რომელსაც ზოგი ქალი ვერ გაურბის
რეტროსპექტივა
ჰანა რეიეს მორალესს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ ხატავს მედია „ძალადობას გადარჩენილ ქალებს“ − ბავშვობაში თავადაც აქვს გადატანილი სექსუალური თავდასხმა, ახლა კი თავდადებით მუშაობს ძალადობას გადარჩენილი ქალების რეალური ცხოვრების აღსაბეჭდად, რომელიც, მისივე სიტყვებით − „გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ამას გვიხატავენ“.
მორალესისა და ჟურნალისტ ავრორა ალმენდრალის ერთობლივი პროექტი − „თავშესა-ფარი შტორმისაგან“ − მოგვითხრობს წითელი ფარნების კვარტალში მომუშავე ფილიპინელ ქალებზე. მათი დიდი ნაწილი სოფლად მცხოვრებ ტაიფუნებით დაზარალებულ ოჯახებს არჩენს.
2013 წელს ფილიპინებს თავს დაატყდა ტაიფუნი „ჰაიანი“ − ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ტროპიკული ციკლონი. შედეგად, 4 მილიონი ადამიანი გადაადგილდა იძულებით, ამით კი ბოროტად ისარგებლეს ადამიანებით უკანონოდ მოვაჭრეებმა; მათ ბარებში დაასაქმეს სასოწარკვეთილი ქალები, რომელთა ნაწილი შემდეგ სექსმუშაკი გახდა.
მგრძნობიარე თემებზე მუშაობამ მორალესი ერთ რამეში დაარწმუნა: „თუ სათანადო დროს დაუთმობ ერთ ამბავს, ნახავ, როგორ უმკლავდებიან ადამიანები სირთულეებს. პირდაპირ არ უნდა დავასკვნათ, რომ „ესაა მათი ამბავი“. ინფორმაცია ყოველთვის მათგან უნდა მივიღოთ“.
