სიცოცხლე დედამიწის მიღმა
არსებობს თუ არა სიცოცხლე ჩვენი პლანეტის მიღმა? სიცოცხლე სხვა სამყაროში, მზის სისტემისა თუ შორეულ ვარსკვლავთა ორბიტებზე მბრუნავ პლანეტებზე?


სიცოცხლე დედამიწის მიღმა
არსებობს თუ არა სიცოცხლე ჩვენი პლანეტის მიღმა? სიცოცხლე სხვა სამყაროში, მზის სისტემისა თუ შორეულ ვარსკვლავთა ორბიტებზე მბრუნავ პლანეტებზე?
მეცნიერები სიცოცხლეს ეძებენ ალასკის ტბის 30 სანტიმეტრი სისქის ყინულქვეშაც და მექსიკის ერთი ბნელი მიწისქვეშა გამოქვაბულის 15 მეტრ სიღრმეზეც. ეს ორი ადგილი – გაყინული არქტიკული ტბა და მომწამვლელი ტროპიკული გამოქვაბული – შესაძლოა, დედამიწის ერთ-ერთი უძველესი და ამოუხსნელი საიდუმლოს გასაღებად იქცეს: არსებობს თუ არა სიცოცხლე ჩვენი პლანეტის მიღმა? სიცოცხლე სხვა სამყაროში, მზის სისტემისა თუ შორეულ ვარსკვლავთა ორბიტებზე მბრუნავ პლანეტებზე? იქნებ ის მართლაც იყოს შემონახული ყინულით დაფარულ ოკეანეებში, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ან აირით სავსე, დახშულ გამოქვაბულებში, რომლებიც, შესაძლოა, მრავლად იყოს მარსზე. თუ მოხერხდება დედამიწის ანალოგიურ ექსტრემალურ გარემოში ბინადარი სიცოცხლის ფორმების გამოცალკევება და იდენტიფიცირება, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დედამიწის მიღმა სიცოცხლის წყაროების მოძიების სფეროში.
იკვლევენ ვარსკვლავებს, თუმცა ძნელია ზუსტად განვსაზღვროთ, როდის გადავა ვარსკვლავებზე სიცოცხლის ძიება სამეცნიერო ფანტასტიკიდან მეცნიერული კვლევის სფეროში. პირველად გარდატეხა 1961 წლის ნოემბერში მოხდა, ასტრონომთა შეკრებაზე. ეს თავყრილობა ახალგაზრდა რადიოასტრონომმა ფრენკ დრეიკმა მოაწყო. მას მოსვენებას არ აძლევდა უცხოპლანეტელებთან რადიოკავშირის დამყარების იდეა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.