
ველური ბუნების შენარჩუნების სურვილი
ბავშვობაში ბერტი გრეგორი თავის ეზოში ფრინველებსა და მაჩვებს უღებდა ფოტოებს. დღეს იგი ველური ბუნების დოკუმენტალისტი და National Geographic-ის მკვლევარია. ბერტიმ ყველა კონტინენტი მოინახულა და ბუნების ყველაზე ნაკლებად ცნობილი სანახაობები აღბეჭდა: შეხვდა ნიანგებს და იაგუარებს, გზა გაიკაფა ჯუნგლებში, გადაკვეთა უდაბნოები და ფოტოს გადასაღებად თეთრ ვეშაპებს უმღერა. გრეგორი ჰყვება, რომ ბავშვობაში „ბუნებით სრულიად შეპყრობილი იყო“. გამორჩეული ენთუზიაზმი კარიერის განვითარებაში დაეხმარა. იგი თვლის, რომ მის ახალ სერიალს ველური ბუნების დაცვის საკითხით სხვა ადამიანების დაინტერესებაც შეუძლია. სერიალში მაყურებელი იხილავს ამბებს „ადამიანებსა და ცხოველებზე, მასშტაბურსა და პირადულზე, სილამაზესა და ყველაზე საყურადღებოზე. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი აღტაცებული დარჩება“, – ამბობს გრეგორი.

National Geographic-ი წარმოგიდგენთ ხუთნაწილიან სერიალს, „დიდი თავგადასავლები ბერტი გრეგორისთან ერთად“ (Epic Adventures With Bertie Gregory), რომელიც Disney+-ზე შეგიძლიათ იხილოთ.