თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

24.09 პანდემია და რეგულაცია თბილისი, საქართველო 2020 წელს ნიღაბი ერთ-ერთ აუცილებელ აქსესუარად იქცა, თუმცა მისი გამუდმებით ტარება იმდენად არაბუნებრივია ჩვენთვის, რომ ხშირად გვავიწყდება. ამ ფოტოზე აღბეჭდილია ბავშვი, რომელსაც ნიღაბი არ აქვს, ამიტომ ცდილობს სახე მაისურით დაიფაროს. „თან მცირეწლოვანი შვილი მახლდა, ამიტომ ძლივს მოვახერხე ფოტოს გადაღება“, − ამბობს ფოტოგრაფი ანა ძაგანია, რომელმაც კადრის ნახვა მხოლოდ ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ შეძლო. მძღოლის მიერ უნიღბოდ ბავშვის ტრანსპორტში აშვება იმ ადამიანური ურთიერთობების თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც მომავლისა და ერთმანეთის იმედს გვიჩენს. ფოტო: ანა ძაგანია

პანდემია და რეგულაცია

  • email icon
  • link icon ბმული კოპირებულია

რუბრიკა: ინსტაგრამი