

ისტორიითა და ტრადიციებით გაჟღენთილ აბრეშუმის გზას ახლებურად, შემოქმედებითი მოგზაურობის სახით წარმოგიდგენთ შვიდი ხელოვანი და Hennessy X.O
Hennessy-ს სადეგუსტაციო კომიტეტის (Comité de Dégustation) წევრები საუკუნეებია, იკრიბებიან, რათა კონიაკის სპირტები გასინჯონ და მათი ყველაზე თამამი ნაზავები შექმნან. 1870 წელს შექმნილი, Hennessy-ს ყველაზე საკულტო კონიაკის – Hennessy X.O-ს ერთი დაგემოვნებით შვიდი სხვადასხვა არომატი იგრძნობა, ისინი იდეალურად გადაედინება ერთმანეთში: ტკბილი ნოტები, მზარდი მხურვალება, მწველი ალი, შოკოლადისეული თვლემა (შოკოლადის ხავერდოვნება), უკიდურესი სიცხარე (პიკანტური ზღვარი), მერქნის ტკაცუნი (ხის ისტორია) და უსასრულო ექო. საფრანგეთში, Hennessy-ს სახლში (Maison Hennessy) აბრეშუმის გზაზე მდებარე შვიდი ქვეყნიდან მოწვეული შვიდი ხელოვანი Hennessy-ს ტრადიციულ, დახვეწილ ოსტატობას ეზიარა. სწორედ იქ მოხდა ხელოვანებსა და Hennessy-ს შორის იდეების საინტერესო გაცვლა-გამოცვლა. ამის შედეგად, კი შეიქმნა ნამუშევრები, რომლებიც ხელოვანების, Hennessy X.O-ს თითოეული წვეთის მიერ შთაგონებული, პიროვნული მოგზაურობითაა განმსჭვალული და „საუკუნო მოგზაურობის“ მათეულ განცდას ასახავს.

ოდისეა სტამბოლის უბან კარაკოიში იწყება, ხელოვან ბურჩაკ ბინგოლის სახელოსნოში. მაგიდები სავსეა Hennessy-ს შატო-დე-ბანიოლეში (Chateau de Bagnolet) ვიზიტიდან გამოყოლილი ყვავილებითა და თეთრი კერამიკით.
„აბრეშუმის გზის მიმართ ჩემს ინტერესთან ეს სრულ თანხვედრაში აღმოჩნდა“, ამბობს ის, „რადგან აზიური ხელოვნების ერთ-ერთ ფორმას ყვავილის მოტივი წარმოადგენს“. შემდეგ მე-15 საუკუნის თოფქაფის სასახლეს აკითხავს. „დეტალებს დააკვირდით, რა ფაქიზი ნაკეთობაა“, ღიმილით მიგვითითებს ლურჯი და თეთრი ყვავილებით მოხატულ ფილებზე. „ამ ძველი ჩინური სტილის ლოტოსის ყვავილებს hatayi-ს ვუწოდებთ და ჩემს პროექტს Hennessy-სთან სწორედ ასე ერქმევა, ისიც ხომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის იდეების შეჯერებაა – მთლიანად სტამბოლის არ იყოს“.

თურქეთიდან საქართველომდე
აბრეშუმის გზა თურქეთიდან საქართველოში მიიკლაკნება, სადაც როკო ირემაშვილი თავის თბილისურ სახელოსნოში ახალ ნამუშევარს დასტრიალებს – „ჯვრები და ნულების“ ერთგვარ გიგანტურ თამაშს. „ნული მარადისობას ეხმიანება, ხოლო ჯვარი რელიგიური სიმბოლიკაა. ხატწერა ჩემს შემოქმედებაში ყოველთვის ისახება“. როკო მცხეთის ჯვრის მონასტერში მიდის და აკვირდება ხატს, რომელზეც იესოს ხელი მარადიულობის ნიშნად გაუწვდია. როკოს აზრით, ხელოვნება იმისთვისაა, რომ ძველი სიმბოლო ახლებურად წარმოაჩინოს – მართლაც ასეა.

აბრეშუმის გზის გასწვრივ მოსახლე ერებს შორის სიმბოლიზმი მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება. ბაქოს სიახლოვეს, ვულკანის წვერზე რაშად ალაკბაროვი გოგირდით გაჟღენთილ ჰაერში ამონთხეული ტალახის გამკვრივებას ადევნებს თვალს. „ჩემში, როგორც აზერბაიჯანელში, ძლიერ ემოციებს აღძრავს ცეცხლი“, – ამბობს ცეცხლის მიწად წოდებული ქვეყნის შვილი, „ჩემს ნამუშევარში ეს სტიქია ელემენტური სახით იქნება წარმოდგენილი“.
შორს, სტეპების მიღმა, ცისკენ იჭრება ასტანა, რომლის შუშისა და ფოლადის მბრწყინავი ცათამბჯენები თითქოს საზეიმოდ ესალმებიან აბრეშუმის გზის უძველეს ტრადიციებს. ასხატ ახმედიაროვის სახელოსნო ეროვნულ მუზეუმში მდებარეობს და სავსეა საზოგადოების მახვილგონივრული, კვაზი-პოლიტიკური წარმოდგენებით. „მე ვარ სივრცეში მომთაბარე თანამედროვე სამყაროებს შორის“, განმარტავს ის, „როგორც აბრეშუმის გზაზე მოსახლეს, მჭირდება საკუთარი თავის განახლება, როგორმე ფესვების გადგმა“.
უზბეკეთიდან ჩინეთამდე
ყაზახეთის დედაქალაქთან კონტრასტს ქმნის ტაშკენტის ფირუზისფერგუმბათიანი ბაზარი ჩორსუ, კულტურული მემკვიდრეობის ერთგვარი ტოტემი. „ტაშკენტი ჭრელი ქალაქია“, ამბობს ვიაჩესლავ უსეინოვი, „სწორედ ამაშია ქალაქის განუმეორებელი ხიბლიც“.
ვიაჩესლავის ქალაქი დაბზარული მინარეთების, ოქროსფერი გუმბათებისა და საბჭოთა არქიტექტურის ნაზავია, რაც მე-15 საუკუნის აბრეშუმის გზასთან ერთად, ტაშკენტს უნიკალურს ხდის. „ქალაქის ისტორია ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება, – ამბობს ის, – ეს გვაძლევს საშუალებას, ძველი და ახალი ერთმანეთს შევუხამოთ“.

უზბეკური ბაზრების ჟრიამულისგან შორს, ყირგიზეთის მეჩხრად დასახლებულ ჩრდილოეთში, ბიშკეკში სიმშვიდეა. ვიქტორ სირნევი ბურანას კოშკის წრიულ, მზიან სახურავზე გამოდის, რომელიც ნუშისა და საკმლის ხის ბაღებს გადაჰყურებს. კოშკი ერთადერთია, რაც შემორჩა ბალასაგუნიდან, აბრეშუმის გზის ოდესღაც აყვავებული სავაჭრო კვანძიდან. „ეს ცოცხალი ისტორიის მატარებელი მიწაა“, – ამბობს ვიქტორი.
„მე დაინტერესებული ვარ ძველისა და ახლის ურთიერთგადაფარვით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრით“.
და ბოლოს, ჰორიზონტზე ჩნდება პეკინიც – ამ დიადი მოგზაურობის დასასრული. იინ სიუჟენი ქვის ფილებზე დგას ტიანანმენის ვეებერთელა მოედანზე და სახელმწიფო დროშის დაშვებას ესწრება. Hennessy-ს გემოების შვიდეულით შთაგონებული იინის სხვადასხვა ფერის შვიდი კოშკი აბრეშუმის გზის კულტურებს ეხმიანება. იინი ჩინურ ანდაზას იხსენებს: „ათასობით მილის გავლა, ათასობით წიგნის წაკითხვაზე უმჯობესია“.
