თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ექსპონატით მოთხრობილი ისტორია

ექსპონატებით ისტორიის მოყოლა მუზეუმებისთვის მიღებულ ფორმატს წარმოადგენს. წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და National Geographic Magazine - საქართველოს პროექტს, რომლის ფარგლებში აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ჩვენს მკითხველს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიში დაცული ნივთებით მოუთხრობს ჩვენი ქვეყნის ისტორიას უძველესი გეოლოგიური ეპოქებიდან დაწყებული თანამედროვეობამდე. იგი გაგაცნოთ ფაქტებს, რომელსაც მუზეუმის დამთვალიერებელი ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავს და ვერც საინფორმაციო დაფაზე.

მოზაიკური იატაკის გადარჩენილი ნაწილები იმაზე მეტყველებს, რომ თავის დროზე მასზე გამოსახული იყო ანატოლიის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და წინა აზიის ადრექრისტიანული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები, ალეგორიული სცენები და დეკორატიული მოტივები

საქართველოში ღვინის დასაყენებლად ფართოდ გამოყენებული ქვევრი ნეოლითის ჭურჭლის მსგავსია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ რეგიონში ღვინის კულტურას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და მის უწყვეტობას უსვამს ხაზს

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები დღემდე დაობენ ქართული ანბანის წარმოშობის თარიღზე, დავათის სტელაზე გამოსახული ანბანის ამაღლების სცენა ნამდვილად ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ოდითგანვე ქართველი ხალხის ცნობიერებაში მწიგნობრობას

ლოგოს შექმნის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდათ ადამიანებს, რაც მასობრივი წარმოების დაწყება გახდა საჭირო და კონკრეტული ოჯახები თუ ადამიანები რომელიმე სპეციალობაში დახელოვნდნენ.

ხატში ვხედავთ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდგომ ბიზანტიურ სამყაროში პოპულარული თემის ინდივიდუალურ გადაწყვეტას

საჭურვლის სამივე სახეობა ხასიათდება გამოკვეთილი ხევსურული მოტივებით და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფასდაუდებელი საგანძურია.

ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური მასალა და ისტორიული წყაროები საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს ჩვენი წინაპრების ჩაცმულობის შესახებ.

ქართული ტრადიციული არქიტექტურის ეს არაჩვეულებრივი ნიმუში, ასპინძის რაიონის სოფელ ჭაჭკარიდან, ყველაზე ადრეულია ეთნოგრაფიული მუზეუმის არქიტექტურულ ექსპონატებს შორის და მე-17 საუკუნით თარიღდება

დღეს ახალციხის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია. მის არაჩვეულებრივ კოლექციებში ასახულია ისტორიული მესხეთის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც 2012 წლიდანაა წარმოდგენილი მუზეუმის განახლებულ ექსპოზიციაზე

ყველაზე სრულყოფილად ადრეული ნეოლითის კვალი ახლო აღმოსავლეთში, ნაყოფიერი ნახევარმთვარის სახელით ცნობილ ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, სადაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მარცვლეული მცენარეების გაკულტურება უნდა მომხდარიყო