თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ექსპონატით მოთხრობილი ისტორია

ექსპონატებით ისტორიის მოყოლა მუზეუმებისთვის მიღებულ ფორმატს წარმოადგენს. წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და National Geographic Magazine - საქართველოს პროექტს, რომლის ფარგლებში აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ჩვენს მკითხველს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიში დაცული ნივთებით მოუთხრობს ჩვენი ქვეყნის ისტორიას უძველესი გეოლოგიური ეპოქებიდან დაწყებული თანამედროვეობამდე. იგი გაგაცნოთ ფაქტებს, რომელსაც მუზეუმის დამთვალიერებელი ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავს და ვერც საინფორმაციო დაფაზე.

სიტყვა „ნეანდერტალელი“ ხშირად ასოცირდება განუვითარებელ არსებასთან, თუმცა, თანამედ-როვე სამეცნიერო კვლევებით მტკიცდება, რომ მათ ბევრი საერთო აქვთ თანამედროვე ადამიანთან. სწორედ მათთანაა დაკავშირებული ტექნოლოგიური ინოვაცია – ქვის გაპობის რთული ტექნიკა, რომელსაც ლამელარულ-ლევალუაურ ტექნიკას უწოდებენ და მუსტიეური კულტურის სახელითაა ცნობილი.

შუა საუკუნეების გამოფენა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ეროვნული მუზეუმი, ეროვნული არქივი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეროვნული მემკვიდრეობის მთავარი მცველები არიან და აქ დაცული კოლექციები ერთად ქმნიან ცოდნის არქივს

ეს რიტონი კიდევ ერთი მოწმობაა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ორივე სამეფოს – იბერიასა და კოლხეთს მჭიდრო კულტურული კავშირები ჰქონდა ძველი სამყაროს წამყვან ცენტრებთან – საბერძნეთსა და აქემენიდურ ირანთან

ფიროსმანაშვილი ამ სურათზე საოცარი დამაჯერებლობით აღწერს დრამატიზმით სავსე ნადირობის სცენას, რომლის პირველ პლანზე მონადირეებთან ერთად გამოსახულია ვეფხვები, სპილო, დათვი და ტახი და რომელიც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არასდროს უნახავს

წელს ზენკენბერგის კონფერენცია უკვე საქართველოში იმართება და ერთდროულად ზეიმობს პირველი Homo erectus-ისა და მზიას აღმოჩენის 100 და 25 წლის იუბილეს

ეს და არაერთი სხვა ნივთი შესწირა უბისის ეკლესიას აბაშიძეების ოჯახმა, თუმცა არავინ იცის, შემდეგ რა ბედი ეწია ნაქარგობას.

დღეისთვის, მსოფლიოში პეპლების 200 000-ზე მეტ სახეობას ითვლიან, კავკასიაში 20 000-მდე სახეობაა აღრიცხული, საქართველოში – 15 000-ს აჭარბებს, ხოლო მათგან 2500 სახეობამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ ფონდშია დაცული

ეროვნული მუზეუმისა და ბერლინის მუზეუმების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, განხორციელდა აღმოსავლური კოლექციების რესტავრაციაკონსერვაციის პროექტი და მოეწყო განახლებული გამოფენა

1937 წლის ექსპედიციის დროს, ყორღანში აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ექსპონატი – თრიალეთის ვერცხლის თასი.