თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ექსპონატით მოთხრობილი ისტორია

ექსპონატებით ისტორიის მოყოლა მუზეუმებისთვის მიღებულ ფორმატს წარმოადგენს. წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და National Geographic Magazine - საქართველოს პროექტს, რომლის ფარგლებში აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ჩვენს მკითხველს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიში დაცული ნივთებით მოუთხრობს ჩვენი ქვეყნის ისტორიას უძველესი გეოლოგიური ეპოქებიდან დაწყებული თანამედროვეობამდე. იგი გაგაცნოთ ფაქტებს, რომელსაც მუზეუმის დამთვალიერებელი ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავს და ვერც საინფორმაციო დაფაზე.

კუნსტჰალეს სარესტავრაციო ლაბორატორიაში ქართველი რესტავრატორები – ნანა მანაგაძე და ეველინა ქარსელი, გერმანელ კოლეგებთან ერთად, 6 თვე მუშაობდნენ კრანახის „მაჭანკლის“ და რუისდალის „ჩანჩქერის“ აღსადგენად

ვასიკო ძლიერი კოლხეთის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ადასტურებს – საქართველო, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა, ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი

ეკატერინე გაბაშვილისა და ბურჩაკ აბრამოვიჩის ერთობლივი სტატიით სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული ნამარხი უდაბნოპითეკის სახელით გახდა ცნობილი, ხოლო საბჭოთა პრესა მას მოიხსენიებდა, როგორც სსრკ-ის (!) ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანის მსგავს მაიმუნს

საფრანგეთში გამართულ სამეცნიერო კონგრესზე ლიმ Homo naledi-ს ნამარხები წარმოგვიდგინა, რამაც ყველაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა – მართლაც, სამხრეთ აფრიკულ მღვიმეში ჰომინიდების უმდიდრესი კოლექცია აღმოჩნდა