ექსკლუზივი: იხილეთ დედოფალ ელისაბედ II-ის იშვიათი ფოტოები National Geographic-ის არქივიდან
უძველესი ცერემონიებიდან დაწყებული, ამერიკული ფეხბურთის მატჩებით დამთავრებული, ეს იშვიათი ან მანამდე სულაც გამოუქვეყნებელი, ჩვენი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული, 20 ფოტო მონარქის მრავალფეროვან ცხოვრებას ასახავს.
რუბრიკა: ელ. სტატიები
ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი უძველეს ტახტზე თვალებდახრილი იჯდა. რამდენიმე წამის წინ იგი თეთრებში შემოსილი 27 წლის ქალი იყო, ახლა კი გახლდათ ელისაბედ II, გაერთიანებული სამეფოსა და მისი თანამეგობრობის სახელმწიფოების დედოფალი – მისი მხრები ოქროს სამოსში იყო გახვეული, ხელებში ძვირფასი კვერთხი ეპყრა და თავს მძიმე გვირგვინი უმშვენებდა. ვესტმინსტერის სააბატოში ვერცხლის საყვირების ფონზე ექოდ გაისმოდა: „ღმერთო, დაიფარე დედოფალი!“
1953 წლის ივნისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დედოფალ ელისაბედის მონარქობა რეკორდულ 70 წელს გასტანდა, თუმცა ამ მასშტაბური ცერემონიის მნიშვნელობა კარგად აისახა ვეტერანი ფოტოგრაფის ჯეიმს ჯარშის ნამუშევარში. Leica-ს კამერითა და Kodachrome-ის ფირით, მან საუკუნოვანი რიტუალის ყოველი წუთი ასახა და შემდეგ გაუმჟღავნებელი ფირები ვაშინგტონში, National Geographic Society-ში სპეციალური საჰაერო კურიერის დახმარებით სასწრაფოდ გააგზავნა.
შედეგით აღფრთოვანებულმა National Geographic-ის რედაქტორებმა გვერდზე გადადეს სხვა თემები, რომ 1953 წლის ივნისის ნომერში ადგილი გაეთავისუფლებინათ გასაოცარი ფერადი ფოტოებისთვისა და სხვა მასალისთვის, რომელიც Nat Geo-სთვის ჩვეული კლასიკური სტილით მოუთხრობდა მკითხველს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომით დაღდასმული ლონდონისა თუ ბრიტანული აბრეშუმის ჭიის შესახებ, რომლებიც დედოფლის მდიდრულ სამოსზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
წერილები მთელი მსოფლიოდან მოდიოდა, მკითხველი ჟურნალის დამატებით ასლებს ითხოვდა – ზოგს საარქივოდ უნდოდა, ზოგს კი – საჩუქრად. „ეს საუკეთესო ფერადი ისტორია იყო“, – უთხრა რედაქტორმა კიპ როსმა ჯარშს.
National Geographic-ი ყოველთვის აღბეჭდავდა დედოფლის ცხოვრების თითოეულ ნაბიჯს. ჟურნალის მსოფლიო დონის ფოტოგრაფებმა ასახეს მოკრძალებული ახალი დედოფალი, თავდაჭერილი საზოგადო მოღვაწის ოფიციალური გამოსვლები და ელისაბედის საგულდაგულოდ დაცული პირადი ცხოვრების იშვიათი კადრები.
მოდა, საზღვრები, კომუნიკაცია, საზოგადოებრივი ქცევა – ყველაფერი იცვლებოდა ელისაბედის დედოფლობის წლებში. ჩვენ გთავაზობთ National Geographic-ის თვალით დანახულ ელისაბედ II-ს: გრაციოზულს, მიზანდასახულს, ცნობისმოყვარეს, თავდაჯერებულს და დღეგრძელს.

დედოფალი ელისაბედ II მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგ პრინც ფილიპთან ერთად ზის მანქანაში და ნორთჰემპტონის მახლობელ პატარა ქალაქში მიემგზავრება 1965 წლის 9 ივლისს. ფოტო: ჯორჯ ფ. მობლი, Nat Geo-ს ფოტოარქივი
დედოფალი ელისაბედ II პარლამენტის გახსნის ცერემონიაზე მიმართავს ლორდთა პალატის პარიკით შემოსილ წევრებს 1960 წელს. დედოფალი ელისაბედი ყოველ წელიწადს ხსნიდა პარლამენტის სხდომებს; გამონაკლისი იყო მხოლოდ 1959 და 1963 წლები ფეხმძიმობის, ხოლო 2022 წელი გადაადგილების პრობლემების გამო. ფოტო: რობერტ გუდმენი, Nat Geo-ს ფოტოარქივი
დედოფალი ელისაბედ II და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპ მაუნტბეტენი თუ ხის იახტიდან გადმოდიან სუვაში (ფიჯი). ისინი ფიჯის, მაშინდელ ინგლისის კოლონიას, ეწვივნენ დედოფლის ტახტზე ასვლიდან მალევე, 1953 წლის 17 დეკემბერს. ფოტო: ჰოუელ უოლკერი, Nat Geo-ს ფოტოარქივი
დედოფალი ელისაბედ II ცხენზეა ამხედრებული დედოფლის დაბადების დღისადმი მიღვნილი აღლუმის დროს 1984 წელს. მას გვერდით მოჰყვება მისი ვაჟი, პრინცი ჩარლზი, უკან – მეუღლე და სხვები. ყველას უელსის გვარდიის უნიფორმა აცვია და სამეფო მედლებ ამშვენებს. მამაკაცებს დათვის ბეწვის ქუდები ახურავთ. ფოტო: ჯოდი კობი, Nat Geo-ს ფოტოარქივი
დედოფალი ელისაბედ II ეკლესიის კიბესთან დგას პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის გამოსვენების დროს 1965 წელს. ფოტო: ჯო შერშელი, Nat Geo-ს ფოტოარქივი
დედოფალი ელისაბედ II 1979 წელს თვითონ მიდის მანქანით ეკლესიაში საკვირაო წირვაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას მართვის მოწმობა არასოდეს ჰქონია, დედოფალს ყოველთვის მოსწონდა მძღოლის ამპლუაში ყოფნა. მან მანქანის ტარება ისწავლა და მექანიკოსის საქმეს დაეუფლა 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის არმიის ქალთა დამხმარე სამსახურში. იგი იყო სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც ჯარში იმსახურა. ფოტო: ჯეიმს ლ. სტენფილდი, Nat Geo-ს ფოტოარქივი
დედოფალი ელისაბედ II უყურებს ჩარლზს, უელსის პრინცს, ამ უკანასკნელისთვის უელსის პრინცის წოდების მინიჭების ცერემონიაზე უელსში 1969 წლის პირველ ივლისს. ფოტო: ჯეიმს ელ. სტენფილდი, Nat Geo-ს ფოტოარქივი
დედოფალი ელისაბედ II და პრინცი ჩარლზი აივნიდან ესალმებიან ხალხს 1969 წელს ჩარლზისთვის უელსის პრინცის წოდების მინიჭების დროს. ფოტო: ბრაიან შუელი, Nat Geo-ს ფოტოარქივი

(მარცხნივ) დედოფალი ელისაბედ II მიაბიჯებს შეიხ ისა ბინ სალმან ალ ხალიფასთან ერთად ბაჰრეინში ვიზიტის დროს 1979 წელს. ეს იყო ქალი სახელმწიფო მეთაურის პირველი ვიზიტი ქვეყანაში და ერთი გაჩერება ტურის დროს არაბეთის ნახევარკუნძულის 6 ქვეყანაში. ფოტო: სტივ რეიმერი, Nat Geo-ს ფოტოარქივი
(მარჯვნივ) თეთრ სახლთან შეკრებილ ხალხს მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი, რომლის უკან დგას დედოფალი ელისაბედ II. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დედოფალ ელისაბედისა და პრინც ფილიპის პატივსაცემად 1976 წლის 7 ივლისს სადილი გამართეს თეთრ სახლში. დედოფლის ვიზიტი იყო სადღესასწაულო ციკლის ნაწილი, რომელიც ამერიკის რევოლუციის ორი საუკუნის იუბილეს ეძღვნებოდა. ფოტო: ჯოზეფ ჰ. ბეილი, Nat Geo-ს ფოტოარქივი

(მარცხნივ) დედოფალი ელისაბედ II პრინც ფილიპთან და პრინც ჩარლზთან ერთად უინძორში (ინგლისი), დაახლოებით 1979 წელი.
(მარჯვნივ) დედოფალი ელისაბედ II ესაუბრება და ლენტებით აჯილდოვებს მხედრებს უინძორის სამეფო საცხენოსნო შოუს დროს უინძორების დიდ პარკში 1979 წელს.
ფოტოები: ჯეიმს ლ. სტენფილდი, Nat Geo-ს ფოტოარქივი