საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის შესახებ


საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის შესახებ

საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი შექმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან პარტნიორობით. სისტემის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმეტესწილად ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების არეალში მიწის გამოყენების ყველა მნიშვნელოვანი კატეგორიის ერთ სტანდარტიზირებულ პლატფორმაზე გაერთიანებით და ანალიტიკური ინსტრუმენტების განვითარებით საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ტექნოლოგიითა და ინფორმაციით წახალისება. ატლასი არის ონლაინმონიტორინგის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, დაინახონ და გააანალიზონ ტყეების მონაცემები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე.
ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემა უზრუნველყოფს ტყესა და მიწათსარგებლობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობასა და სიზუსტეს.
ვებგვერდი გამოიყენება ტყისა და მიწათსარგებლობის სექტორებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის.
