

დერენ სმიტი – National Geographic Magazine-ის საერთაშორისო გამოცემების რედაქციის დირექტორის მოადგილე. ის ხელმძღვანელობს National Geographic Magazine-ის 30 ადგილობრივ გამოცემას. საქართველოდან საფრანგეთამდე, თუ საფრანგეთიდან მექსიკამდე, ჟურნალი ასახავს მრავალ კულტურას. დერენი მჭიდროდ თანამშრომლობს თითოეული ქვეყნის ადგილობრივი გამოცემის გუნდთან და ჟურნალისტებთან, რათა National Geographic Magazine-ის სტატიები საინტერესო იყოს მისი მრავალფეროვანი მკითხველისთვის. ის უამრავი სარკმელი, რომელიდანაც ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროების შეცნობაა შესაძლებელი დერენისთვის დაუსრულებელი შთაგონების წყაროა. მისი პოზიცია კი დერენის საყვარელი საქმეების კომბინაციას – ფოტოგრაფიას, სიღრმისეულ თხრობას, მოგზაურობას, მეცნიერებასა და თავგადასავლების ძიებას გულისხმობს.
დერენ სმიტი National Geogrpahic-ის გუნდის წევრი 2006 წლიდან გახდა, რედაქციის დირექტორის მოადგილის თანამდებობას კი 2013 წლიდან იკავებს. ის ეხმარება ადგილობრივ გამოცემებს ინგლისურენოვანი სტატიების ადაპტაციაში და ქმნის ჟურნალის ყდის რამდნიმე ვერსიას თითოეული ნომრისთვის, რათა ყველა ქვეყანას შეეძლოს თავისი მკითხველისთვის საინტერესო ყდით გამოსცეს ჟურნალი.
იგი აქტიურად იყო ჩართული Your Shot – საქართველოს დაარსების პროცესში და არის ჟიურის მუდმივი წევრი.
დერენ სმიტი სისტემატურად აწყობს კონფერენციებს National Geographic Magazine-ის თანამშრომლებისთვის პერპინიანის (საფრანგეთი) ფოტოჟურნალისტიკის ფესტივალის Visa Pour L’Image ფარგლებში და ასევე, მონაწილეობს National Geogprahic-ის სათაო ოფისში, ვაშინგტონში (აშშ) გამართული საერთაშორისო სარედაქციო შეკრებების ორგანიზებაში.
დერენ სმიტმა დაამთავრა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი და ფლობს ჟურნალისტის და რადიოს, ტელევიზიისა და მხატვრული ფილმების სპეციალისტის ხარისხებს.

რუსუდან ყიფიანი – National Geographic Magazine – საქართველოს არტ-რედაქტორი 2017 წლიდან. ის ხელმძღვანელობს ჟურნალის არტ მიმართულებას (დიზაინერი, ფოტოგრაფები, ილუსტრატორები) და პასუხისმგებელია, ჟურნალსა და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასალის ვიზუალური მხარის ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სამეცნიერო სიზუსტის კავკასიის ბიომრავალფეროვნების ამსახველი ილუსტრაციები, რომლებიც დატანილი იქნა ბიომრავალფეროვნების რუკის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებზე. მას ეკუთვნის National Geographic Magazine – საქართველოს ყველა ადგილობრივი მასალისა და ვებ-გვერდების (natgeo.ge, yourshotnatgeo.ge და map.natgeo.ge) დიზაინი.
იგი აქტიურად იყო ჩართული Your Shot – საქართველოს დაარსების პროცესში და არის ჟიურის მუდმივი წევრი.
რუსუდან ყიფიანმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. 2015 წელს საქართველოს საპატრიარქოს საბავშო წიგნის II ფესტივალზე მან გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ილუსტრირებული საბავშვო წიგნი“ ნამუშევრით „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“, ხოლო 2017 მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია, საუკეთესო ილუსტრირებული წიგნისთვის „წვიმის ზღაპარი“.

ნათია ხულუზაური – National Geographic Magazine საქართველოს მთავარი რედაქტორი 2017 წლიდან. ის ხელმძღვანელობს ჟურნალის რედაქციას და პასუხისმგებელია ჟურნალსა და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ როგორც ადგილობრივ, ისე ადაპტირებულ, საერთაშორისო მასალაზე. მისი ხელმძღვანელობით National Geographic Magazine – საქართველოს მიერ მომზადებული ადგილობრივი მასალა 8-ჯერ დასახელდა სათაო ოფისის მიერ Best Edit-ად, ჟურნალი 7-ჯერ დაიბეჭდა ქართული ყდით, გამოქვეყნებულ ქართულ მასალაზე დაყრდნობით მოამზადდა 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, შეიქმნა კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის ბეჭდური და მუდმივად განვითრებადი ელექტრონული ვერსიები და განახლდა ჟურნალის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ფოტოკონკურსი Your Shot – საქართველო და არის ჟიურის მუდმივი წევრი.
ნათია ხულუზაური 2011 წლიდან დღემდე არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, 2005 წელს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს სწავლობდა და ატარებდა სადოქტორო კვლევებს გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, გერმანიასა და პოლონეთში.