უკრაინელებს,რომლებიც ფრონტის ხაზებს გამოექცნენ, კვლავ და კვლავ უწევთ ადგილსამყოფლის შეცვლა. თბილისში ისინი ცდილობენ შინაური გარემო შექმნან.
ყოველი მესამე უკრაინელისთვის, რომელთაც სახლის დატოვება მოუხდათ მათ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას, ომისგან გაქცევას ხშირ შემთხვევაში კიდევ არაერთი იძულებითი გადაადგილება და ქრონიკული არასტაბილურობა მოჰყვა. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებდით უკრაინულ ოჯახებს, რომლებიც თბილისში ცდილობენ უსაფრთხოების განცდისა და სახლის შეგრძნების დაბრუნებას.
რუბრიკა: ელ. სტატიები
2022 წლის 24 თებერვალს 36 წლის იულია მოროზოვა დილის სამ საათზე სახლის რყევამ გააღვიძა. ხერსონის ოლქში ძლიერი აფეთქებების გამო მთელი უბანი ზანზარებდა.
„ჩემს შვილებს ძალიან შეეშინდათ, ისინი განუწყვეტლივ ყვიროდნენ: „დედა!, დედა!“, – ამბობს იულია.
დაახლოებით სამი თვის შემდეგ, იულია და მისი მეუღლე სამ შვილთან ერთად ნათხოვარი მანქანით გზას გაუდგნენ უსაფრთხო ადგილის საძებნელად. შესაძლო მიმართულება მხოლოდ ერთი იყო, ისიც რუსეთის გავლით.
მოროზოვების ოჯახის მსგავსად, ბევრ უკრაინელს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდნენ, თავის გადასარჩენად უმძიმესი გზის გავლა მოუხდათ რუსეთის გავლით. საქართველო სულ რამდენიმე ადგილიდან ერთ-ერთი იყო, სადაც მათთვის მარტივი იყო შეღწევა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემების მიხედვით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველომ 180 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და უმეტესი მათგანი სამხედრო აგრესიის ეპიცენტრში მდებარე რეგიონებიდან იყო.

ოჯახები წამოვიდნენ და უკან მოიტოვეს გაცამტვერებული სახლები და მათ მეხსიერებაში დარჩა ენით აღუწერელი სისასტიკის კადრები. „ბევრი საზარელი ამბავი უთქმელი რჩება“, – გვიამბობს იულია. – „რუსებმა ყველაფერი მიწასთან გაასწორეს ხერსონში, მარიუპოლში, ბუჩაში…“. 150 000-მდე საცხოვრებელი შენობა დააზიანეს და დაანგრიეს, რაც უკრაინაში საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 7%-ს შეადგენს. განადგურებულ ოჯახებს, რომლებიც მეზობელი ქვეყნებისკენ დაიძრნენ, უწევთ შექმნან სახლის იმიტაცია თავიანთი შვილებისთვის, თვითონ კი თავიანთ ნამდვილ სახლსა და სამშობლოს მისტირიან.
ბუნდოვანია მათი მომავალი ცხოვრებაც. საგანგებო სიტუაციის საწყის ეტაპზე დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა 2022 წლის პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობამ უეცრად შეწყვიტა ლტოლვილთა ადგილობრივ სასტუმროებში დაბინავების პროგრამა და უკრაინელი ლტოლვილები კიდევ უფრო უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა სასტუმროებში ლტოლვილთა დაბინავების ხარჯების დაფარვა, სასტუმროს ბევრმა მფლობელმაც ვეღარ შეძლო მათი უზრუნველყოფა. ზოგიერთმა სასტუმრომ კერძო ინვესტიციების მობილიზებით მოახერხა თანხების მოძიება, რათა არ მოეშალა ის მეორე სახლი ოჯახებისათვის, რომლებიც ომის დასრულებას და თავიანთ ნასახლარებში დაბრუნებას ელოდნენ.

2022 წლის აგვისტოში, როდესაც ევგენი სმირნოვს (65 წლის) და მის მეუღლე იულიას (63 წლის) ვესაუბრეთ, ისინი თავის ქალიშვილთან და ოთხ შვილიშვილთან ერთად სასტუმროს ერთ ოთახში ცხოვრობდნენ მაისში მარიუპოლიდან გამოქცევის შემდეგ. როგორც ევგენი ამბობს, ამ სივრცეში, სადაც ახლა ცხოვრობენ, სახლის შეგრძნება ჩნდება: „ადამიანები ქმნიან სახლის განცდას“, – ამბობს ევგენი და ამატებს: „ახლა ჩვენი სახლი [მარიუპოლში] სასაფლაოდ იქცა, ერთ დიდ სასაფლაოდ. ყველა ქუჩაზე ჯვრებია დასმული“.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ომი არ ნიშნავს მხოლოდ ცეცხლის ხაზზე მიმდინარე ნგრევას. მას თან ახლავს ღრმა ფსიქოლოგიური და ემოციური ტრავმა, რომელიც სახლიდან იძულებით მოწყვეტითა და სრულიად გაურკვეველი მომავლითაა განპირობებული. განცდით, რომ ომი სულ თან დაგყვება. 2022 წლის მარტიდან უკრაინელების საქართველოში შემოსვლისას არაერთი მხარდამჭერი პროექტი ამოქმედდა, როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული. მრავალი მათგანის განხორციელება საზოგადოების დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი. თბილისში, ასი ათასი მოწამის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი შენობა გადაიქცა თავშესაფრად ასობით ლტოლვილი უკრაინელისთვის.
აქ მცხოვრები ადამიანები მეორე სახლად და ოჯახად აღიქვამდნენ ამ სივრცეს, რომელსაც თავად დაარქვეს „უკრაინული სახლი თბილისში“. იმ ტრავმის ფონზე, რომელიც ყველა მათგანმა მიიღო, ამ ადამიანებს შორის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ერთობა ჩამოყალიბდა. „აქ მცხოვრები ოჯახები ერთმანეთს პირველად თბილისში შევხვდით, მაგრამ ყველას მსგავსი ისტორიები გვაკავშირებს“, – ამბობს ელენა ოლეფირენკო (49), რომელიც 2022 წლის 29 მაისს ჩამოვიდა თბილისში მარიუპოლიდან.
(მარცხნივ) დაცარიელებული სასტუმროს ოთახი, რომელშიც ადრე უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ ოდესის ქუჩაზე სასტუმროს სამ შენობაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის თავშესაფარი მოეწყო, რომელიც 2023 წლის სექტემბერში დაფინანსების უქონლობის გამო დაიხურა. სექტემბერი, 2023 წ.
(მარჯვნივ) იულია მოროზოვამ შვილებს სადილი მოუმზადა თბილისის ერთ-ერთ ბინაში, სადაც ისინი 2023 წლის მაისიდან თავიანთი ცხოვრების მოწყობას ცდილობენ. იულიას მეუღლემ, დმიტრომ სამსახური დაიწყო, რაც მათ საშუალებას აძლევს, ქირით იცხოვრონ. ცდილობენ, თბილისურ ცხოვრებას ფეხი აუწყონ. ბავშვები სკოლაში დადიან და ქართულის სწავლაც დაიწყეს. სექტემბერი, 2023 წ.
აქ უკრაინელები ცდილობენ ერთად გაუმკლავდნენ მტკივნეულ მოგონებებს, იმისა, რისი მომსწრენიც გახდნენ და რაც დაკარგეს. „სიცარიელის შეგრძნება, ალბათ, მთელი ცხოვრება გაგვყვება“, – ამბობს ვიტალი ნარიკოვი (38), რომელიც ასევე მარიუპოლიდანაა. „ჩვენს ტელეფონებში ყოველთვის გვექნება შენახული ჩვენი სახლების ფოტოები, ჩვენი საყვარელი ადგილებისა და მოგონებებისა, რომლებიც გაანადგურეს და აღარ არსებობს. მთელი ცხოვრების ნაწვალები და დანაზოგი მთლიანად ჩვენს საცხოვრებელ ადგილს და სახლებს მოვახმარეთ. ჩვენ ახლა აღარაფერი გაგვაჩნია“.
დროსთან ერთად მედიაში მნიშვნელოვანი მოვლენების სათაურებიც იცვლება და ადამიანებს ავიწყდებათ მიმდინარე ომის თანმდევი შედეგები, მაგრამ ყოველი მესამე უკრაინელისთვის, რომელსაც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო მოუხდა სახლის იძულებით დატოვება, საზღვარგარეთ ცხოვრება სულ უფრო რთული და არასტაბილური გახდა. თანდათან იკლო დაზარალებულთათვის დახმარებამ. ზოგიერთი უკრაინული ოჯახი, რომელსაც 2022 წლის აგვისტოში ვესაუბრეთ, რისკზე წავიდა და სახლში – უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა. „უკრაინული სახლი თბილისში“ კი 2023 წლის მაისში დაიხურა. ბევრი ოჯახისთვის ამ თავშესაფრის დაკარგვა სახლის მეორედ დაკარგვას უდრიდა. ოდესის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო, სადაც ევგენი სმირნოვის ოჯახი და კიდევ ათეულობით სხვა უკრაინელი აფარებდა თავს, საბოლოოდ დაიხურა მიუხედავად თანხების მოძიების არაერთი ძალისხმევისა. 2023 წლის 15 სექტემბერს აქ დარჩენილ 40 ადამიანს კვლავ ადგილსამყოფლის შეცვლა დასჭირდა, ბევრ მათგანს, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, სულ რამდენიმე დღით ადრეც კი წარმოდგენა არ ჰქონდა, სად განაგრძობდა ცხოვრებას.
„თბილისში უკრაინული სახლის“ ზოგიერთ ყოფილ ბინადარს გაუმართლა და ახალი სახლი იპოვა მოხუცთა თავშესაფარში. სწორედ აქ გახსნა სერგეი გრიშენკომ კერამიკის სტუდია Kulbabka_ceramic, რაც შემოსავლის წყარო და თერაპიული საქმიანობაა ყველა ასაკის უკრაინელისთვის.
ასმიკ რამაზანოვა (2 წლის) ახლად გარეცხილი თეთრეულის უკან გვემალება, რომელიც იმ შენობის გარეთ არის გაფენილი, რომელშიც ასმიკი თავის და-ძმასთან და მშობლებთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობს. მათ მელიტოპოლიდან დიდი გზა გამოიარეს ავტობუსით და 2022 წლის 7 აპრილს ჩამოვიდნენ თბილისში.
ვიტალი (ვიქტორ) ნარიკოვი (38 წლის) მარიუპოლიდან თავშესფრის „უკრაინული სახლი თბილისში“ წინ ზის. „ჩვენს ტელეფონებში ყოველთვის გვექნება შენახული ჩვენი სახლების, ჩვენი საყვარელი ადგილებისა და მოგონებების ფოტოები, რომლებიც გაანადგურეს და აღარ არსებობს. მთელი ცხოვრების ნაწვალები და დანაზოგი მთლიანად ჩვენს საცხოვრებელ ადგილს და სახლებს მოვახმარეთ, რომლებიც აღარ არსებობს. ჩვენ ახლა აღარაფერი გაგვაჩნია“. ფოტო გადაღებულია 2022 წლის აგვისტოში. ვიტალი მეუღლესთან ერთად კანადაში წავიდა საცხოვრებლად.
თავშესაფრის – „უკრაინული სახლი თბილისში“ – ბინადრები საღამოს სუფთა ჰაერზე ერთად ატარებენ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ერთსა და იმავე ქალაქში ცხოვრობდა, მათ მხოლოდ აქ გაიცნეს ერთმანეთი და შემდეგ ძალიან დაახლოვდნენ. 2023 წლის 1 მაისიდან „უკრაინული სახლი თბილისში“ დაიხურა. ეს იყო უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი თბილისში და მისი დახურვა მათთვის სახლის მეორედ დაკარგვის ტოლფასი იყო.
ბავშვები ცეკვავენ „უკრაინული სახლის“ ერთ-ერთ ცარიელ ოთახში. დაახლოებით 6 მილიონი უკრაინელი გაიქცა საკუთარი სახლიდან 24 თებერვალს. სავარაუდოდ, მათი ერთი მესამედი 18 წლამდე ასაკისაა.
თბილისში ოდესის ქუჩაზე სამი სასტუმრო უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებით სახლად იქცა. მათი უმეტესობა ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის სისასტიკეს გამოექცა. უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველომ 180 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. 2023 წლის 1 სექტემბრიდან ეს სამი სასტუმროც დაიხურა.
ანდრი კლიუევი (7 წლის) მაგიდის გადასაფარებლით ლანდშაფტს ქმნის თავისი სათამაშო მანქანისთვის, რომელიც სახლიდან წამოიღო. ის დედასთან და ძმასთან ერთად საქართველოში 2022 წლის 28 ივნისს ჩამოვიდა, როდესაც უკრაინის ქალაქ სკადოვსკიდან გამოიქცნენ. მათი სახლი ხერსონის ოლქიდან 100 კილომეტრში მდებარეობდა. „უკრაინა ჩვენი სახლია, – ამბობს ანდრის დედა ოლენა, – ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდებით იქ“.
თბილისში ბავშვები სხედან ოდესის ქუჩაზე, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის თავშესაფრად იქცა. უკრაინელ ლტოლვილთა 76%-ზე მეტს აქვს იმედი, რომ ერთ დღეს უკრაინაში დაბრუნდება. თავშესაფარი 2023 წლის 1 სექტემბრიდან დაიხურა.
მას შემდეგ, რაც ევგენი სმირნოვი (65 წლის) და მისი მეუღლე იულია (63 წლის) 2022 წლის მაისში მარიუპოლიდან ჩამოვიდნენ, სასტუმროს ერთ ოთახში ცხოვრობენ შვილ ელისეისთან (39 წლის) და ოთხ შვილიშვილთან – რომასთან (14 წლის), ანდრეისთან (12 წლის), ალისასთან (5 წლის) და დიმიტრისთან (1 წლის) ერთად. სმირნოვების ოჯახისთვის ეს ოთახი დაცულ სივრცედ გადაიქცა. „ჩვენი სახლი ახლა სასაფლაოდ იქცა, იქ ყველგან საფლავებია“, – ამბობს ევგენი. – „ახლა ეს არის ჩვენი სახლი… ადამიანები ქმნიან სახლის განცდას“.
ანასტასია ტუმანოვა წყვილს ყავას სთავაზობს, ფანჯრის იქით კი მისი დედა – ტატიანა მოჩანს, რომელიც საჭმელს ამზადებს; აქვე ხუთი წლის ლუკა კატას მისდევს. ამ სივრცის ქართველი მეპატრონის დახმარებით ტატიანამ შეძლო და ძველი თბილისის პატარა ბინის ფანჯრის წინა სივრცე პაწაწინა კაფედ აქცია, რომელსაც „ჩემი პატარა ბაღი“ დაარქვა. ამგვარად ცდილობდა იგი თავისი ომს გამოქცეული ოჯახის რჩენას.
2022 წლის 24 აგვისტოს თბილისის ცენტრში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შემდგომ ვერონიკა ტიმაკინა (6 წლის) უკრაინის დროშას ამოფარებული წევს ბალახზე. მისი უფროსი და კატიაც (17 წლის) გვერდით უზის. „ჩვენ აქ ერთმანეთს ვეხმარებით, რომ ტკივილიან მოგონებებს გავუმკლავდეთ“, – ამბობს იგი. კატია სასწავლებლად სლოვენიაში წავიდა, ვერონიკა კი დედასთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.
2022 წლის აგვისტოში ალბინა (7 წლის) იღებს პორტრეტს თავის საყვარელ სათამაშოსთან ერთად, რომელიც მელიტოპოლიდან წამოიღო, როდესაც მისი ოჯახი ომს გამოექცა. ალბინა ოჯახთან ერთად ამჟამად კანადაშია.
მირონ ამელინი (6 წლის) მშობლებთან ერთად ცხოვრობს ბინაში, თბილისში. „ჩემი ბავშვი ამბობს, რომ მას ნორმალური ცხოვრება უნდა. რომელი ბავშვი ლაპარაკობს ასე?“ – ამბობს მირონის დედა ჰანა სერდიუკი (32). „ვეცადე წამეყვანა პარკში, ზოოპარკში, მაგრამ ის გამუდმებით ტირის. ხანდახან რომელიმე სათამაშო ან წიგნი გაახსენდება თავისი სახლიდან და იწყებს ტირილს“.
მირონ ამელინმა (6 წლის) თავისი ნახატები იმ ბინის იატაკზე გაშალა, სადაც 2022 წელს თავის მშობლებთან ერთად დასახლდა თბილისში. „ადრე ყოველთვის ხატავდა თავის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, – ამბობს მისი დედა, – ახლა კი მხოლოდ ომს ხატავს, მუდმივად ომს“.
რამაზანოვების ოჯახი სასტუმროს ამ ერთ ოთახში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც წინა თავშესაფრიდან წამოსვლა მოუწიათ, რადგან ის უსახსრობის გამო 2023 წლის 1 მაისს დაიხურა. ეს თავშესაფარიც იკეტება და ახლა ნაქირავებ ბინაში გადასასვლელად ემზადებიან, რადგან მოსაკის მამამ სამსახურის პოვნა შეძლო.
სვეტლანა ბუჩენსკაიას, რომელსაც „დედა სვეტას“ ეძახიან, უკრაინის დატოვება ოჯახთან ერთად მოუწია, თბილისში თავშესაფარი კი მეორედ შეიცვალა. ახლა საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ასოციაცია „ბეთელში“ ცხოვრობს სხვა მობინადრეებთან ერთად. „ბეთელში“ მან მუშაობაც დაიწყო დამხმარედ. ფოტოზე, 2023 წლის სექტემბერში, აფხაზეთიდან ლტოლვილ თამარა გულედანს უვლის, რომელიც დიდი ხანია ამ თავშესაფარში ცხოვრობს.
ზლატა ტანგოლიუკი (9 წლის) უკრაინის დროშის ფერების მიხედვით ალაგებს თავის m&m-ის კანფეტებს. როგორც ბევრ სხვა ლტოლვილს, მის ოჯახსაც სამშობლოდან გაქცევამდე რამდენჯერმე მოუწია ადგილსამყოფლის გამოცვლა. ამჟამად ზლატა დედასთან და ბებიასთან ერთად „ბეთელის“ ცენტრში ცხოვრობს. სკოლის პარალელურად, კერამიკის სტუდიაში ეხმარება და თავადაც დიდი მონდომებით ამზადებს ნივთებს.
2023 წლის სექტემბერში ზლატა ტანგოლიუკს (9 წლის) ხერსონის ოლქიდან და ლინა პოცელუიკოს (9 წლის) კიევიდან დიდი სიფრთხილით მიაქვთ ხელნაკეთი კერამიკული ნამუშევრები მოსახატად. უკრაინული ოჯახების ჯგუფმა თბილისში გახსნა კერამიკული სტუდია „Kulbabka_Ceramics”, რომელიც ასევე „ბეთელის“ ცენტრშია განთავსებული. ეს სტუდია შემოსავლის წყარო და თერაპიული საქმიანობაა ყველა ასაკის უკრაინელისთვის.

ზოგი ოჯახი ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მათთვისაც ეს გზა რთული აღმოჩნდა, რადგან ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, თბილისში ბინის ქირაობის საშუალო ღირებულება გასული წლის განმავლობაში 120%-ით გაიზარდა რუსი იმიგრანტების უეცარი დიდი ნაკადის გამო, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაურბოდნენ.
მას შემდეგ, რაც იულია მოროზოვას მეუღლემ სამსახური იპოვა, მათი ოჯახიც ცალკე ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. როდესაც იულიას მიერ გამომცხვარი პიცის გარშემო მთელი ოჯახი მაგიდას შემოუსხდა, სითბომ და სტაბილურობის განცდამ დაისადგურა. ოჯახის წევრები სწავლობენ ქართულ ენას და სამივე შვილი 2023 წლის სექტემბრიდან დადის სკოლაში. ცხადია, გაურკვეველ მომავალზე ფიქრი მათი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია. 15 წლის მაშა თბილისში მიხეილ გრუშევსკის სახელობის #41-ე საჯარო სკოლაში, უკრაინული სექტორის კლასში სწავლობს, საღამოობით კი უკრაინულ ინტერნეტსკოლას ესწრება – იქნებ მოხდეს ისე, რომ ოდესმე თავიანთ სახლში დაბრუნდნენ.

სასადილო ოთახის მაგიდის ირგვლივ მჭიდროდ შემოწყობილ სკამებთან იულია მოროზოვა თავის წუხილს გვიზიარებს: „ჩვენი ქალაქი ჯერაც ოკუპირებულია, ჩვენი იქ დაბრუნება ჯერჯერობით გამორიცხულია. მაშინაც კი, თუ ომი დასრულდება და ქალაქი გათავისუფლდება, იქ დაბრუნება შეიძლება მაინც დიდი საფრთხის შემცველი იყოს. ამჟამად იქ არც სკოლებია, აღარც საავადმყოფოები – იქ აღარაფერია. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა და ეს დიდხანს იქნება ასე“.
„იქ ძალიან რთული იქნება ბავშვებთან ერთად ცხოვრება, – ამატებს იულია, – მათ ვერ დაუშლით სირბილს, თამაშს, გარეთ გასვლას. იქ ვერ იქნებიან დაცულნი“.
ათასობით ლტოლვილი ოჯახისთვის, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ომის დასრულებამდე მომავალი სრულიად გაურკვეველია. ერთადერთი, რაც იმედით ავსებს, მათი პატარა თემი და ერთმანეთის მხარდაჭერაა.