თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

რედაქტორის სვეტი

კვლევების თანახმად, გლობალურ დათბობას რომ ვუშველოთ, მკვეთრად უნდა შევამციროთ სათბურის აირების გამოყოფა. ივლისის ნომრის მთავარი სტატია სწორედ ამ გამოწვევას ეხება.

ჩვენი ნომრის მთავარი თემა – „ორ სამყაროს შორის“ – National Geographic Magazine-ის ბულგარეთის გუნდმა მოამზადა და იმ გასაოცარ ტრადიციას გვაცნობს, რომელმაც მე ჩვენი ბერიკაობა გამახსენა და რომელიც, როგორც ბულგარელებს სწამთ, ადამიანურ და სულიერ სამყაროებს აერთიანებს ბოროტების დასამარცხელბად.

ჩვენ მოგითხრობთ ზღვის მკვლევრებისა და მისი ბინადრების შესახებ, უზარმაზარი ვეშაპებიდან დაწყებული, ციცქნა მარჯნებით დამთავრებული.

2020 წლის დასაწყისში "ლოკდაუნის“ დროს გაუმჯობესებულმა ჰაერმა ერთი კვლევის თანახმად 9000, ხოლო მეორე კვლევის თანახმად 24 000 სიცოცხლეზე მეტი იხსნა.

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მარსს და წითელი პლანეტით შეპყრობილები იმ დროზე ვოცნებობთ, როდესაც მის კოლონიზაციას შევძლებთ.

გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა სპეციალური გამოცემა „წელიწადი ფოტოებში“ და მსოფლიოს უნიჭიერესი ფოტოგრაფების ნამუშევრებით წარმოგვედგინა თქვენთვის 2020 წელი, ერთიანად დაგვენახა პროცესი, რომელიც გამოვიარეთ – გამოცდის, განცალკევებისა და იმედის.

პანდემიის დროს National Geographic Society-ს საგანმანათლებლო პროგრამების მთავარი მიმართულება სასწავლო რესურსების მიწოდება გახდა.