თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

სექტემბერი, 2025

რუმინეთის ერთ-ერთ კუთხეში უძველესი ტრადიციების მიმდევარი თემი თავის სოფლურ ცხოვრების წესს იცავს და სავსე ცხოვრების მაგალითსაც გვიჩვენებს.

„ტრენ-მაიას“ რკინიგზა ქვეყნის გასაერთიანებლად და მაიას უძველესი არქეოლოგიური ძეგლების პატივსაცემად აშენდა. ახლა ჩნდება კითხვა: რა გაქრა მისი მარშრუტის გასწვრივ.

დღეს მარიხუანა უფრო პოპულარული და ძლიერმოქმედია, ვიდრე ოდესმე. მისი გამოყენებისა და კვლევის მიმდინარე პროცესს ახალ და მოულოდნელ მიგნებებთან მივყავართ. სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას დღევანდელ [აშშ-ში] უფრო ძლიერ, უცხო და ხელმისაწვდომ მარიხუანაზე.

მათ მოაჯადოვეს მეზღვაურები. მათ შთააგონეს დარვინი. თუმცა XIX საუკუნის შუა წლებისთვის ლეგენდარული ფლორეანას კუები გაქრნენ. რა მოიმოქმედეს შეუპოვარმა მეცნიერებმა მათ დასაბრუნებლად?

20 წლის წინ ქარიშხალმა ახალი ორლეანი გაანადგურა. მას შემდეგ 14 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სანაპირო დაცვის გასაუმჯობესებლად. საკმარისი იქნება ეს მომდევნო მეგაქარიშხლისგან დასაცავად?

კეიტი კროფ ბელს ამის შეცვლა სურს – ახალი ხელსაწყოს შემუშავებით, რომელიც მეცნიერებს ბნელი სიღრმეების განჭვრეტაში დაეხმარება.

ნიგერიის უმსხვილეს ქალაქში მოტოტაქსის მძღოლები უპირისპირდებიან შევიწროებას, ქაოსურ გზებსა და სასტიკ ავარიებს. მაგრამ მათ გარეშე ოცმილიონიანი ქალაქი სრულიად პარალიზებული იქნებოდა.

ფლორიდაში არამკვიდრი პითონები დიდ საფრთხეს უქმნიან ჰაბიტატს. გამჭრიახი დიზაინერები უჩვეულო გამოსავალს გვთავაზობენ.