უგანდაში ტყის საფარი მცირდება, რის გამოც მშიერი შიმპანზეები ადამიანის მოსავლის – და შვილების! – დატაცებაზე გადადიან. მოსახლეობასა და დაცულ სახეობას შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება.
ვრცელი სტატიები
საუკუნის წინ ამერიკელმა ქალებმა ხმის უფლება მოიპოვეს, წინამდებარე სტატია ამ უფლებისთვის მებრძოლ მამაც აქტივისტებს და მათ დანატოვარს ეძღვნება.
ინდოეთის 3900-კილომეტრიანი მარშრუტი ფარდას ხდის საკრალურ მდინარეთა მისტიკასა და კრიზისს, რომელიც ადამიანთა ცხოვრების წესს ემუქრება.
უკვე ათასწლეულებია, რაც ირბისები, იგივე თოვლის ლეოპარდები, ცენტრალური აზიის ყველაზე მიუვალ ადგილებში ბინადრობენ – მათი სამეფო ღრუბლებში ჩაძირული ფრიალო კლდეები, თვალუწვდენელ მთებს შორის მოქცეული ხევები და უდაბური პლატოებია. აქ, გაუხშოებული ჰაერის, ღრმა თოვლის და მუდმივი ყინვის მხარეში ირბისები მოჩვენებასავით გაურბოდნენ ადამიანის მზერას, მაგრამ კონსერვაციონისტების, ფოტოხაფანგებისა და ტურიზმის წყალობით იდუმალი კატების ცხოვრებას თანდათან ნათელი ეფინება
ისინი მსოფლიოს უმაღლესი მეტეოროლოგიური სადგურის მოსაწყობად გაუდგნენ გზას, რათა მეცნიერებს უიშვიათესი მონაცემები მიაწოდონ კლიმატის ცვლილებისა და შტორმების მაფორმირებელი ქარების შესახებ. ევერესტზე დამქანცველი ლაშქრობისას მათ სხვადასხვა სიმაღლეზე ხუთი სადგური მოაწყვეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მსოფლიოს უმაღლეს მთაზე იოლად არაფერი გამოდის
რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, თუკი თოვლის დნობა ისე დაჩქარდა, რომ წყლით მუდმივად ვეღარ მოგვამარაგებს, ხოლო მყინვარები უკან, სულ უფრო ზემოთ იხევენ მთაში? ინდოეთის უკიდურესი ჩრდილოეთის მკვიდრმა ლადაქელმა მოსახლეობამ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ასეთ გზას მიაგნო: ყინულის უზარმაზარ გუმბათებს აკეთებენ, რომლებიც გაჭირვების დროს ფერმერებს წყლით უზრუნველყოფს
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მდინარე ინდი ჰიმალაის მყინვარებზეა დამოკიდებული, რომელთა მდნარი ყინულის წყლით ივსება გაზაფხულსა და ზაფხულში. ინდი 270 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფს წყლით, მაგრამ გლობალური დათბობის კვალდაკვალ მყინვარები უკან იხევს და დაახლოებით 2050 წლიდან მდინარის ჩამონადენიც დაიკლებს. შედეგად, მილიონობით ადამიანი დარჩება უწყლოდ და, ამასთან, ინდოეთს, პაკისტანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებიც გამწვავდება
თითქმის ერთი საუკუნის წინ სენდი ირვინი და მისი მეწყვილე მთამსვლელი, ჯორჯ მელორი, ევერესტის ერთ მაღალ თხემზე გაუჩინარდნენ. ავიდნენ თუ არა ისინი მწვერვალზე იმაზე 29 წლით ადრე, ვიდრე ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას იზეიმებდნენ? სტატიის ავტორი და მისი გუნდი ირვინის კვალს გაჰყვნენ მისი ნეშტისა და ფოტოაპარატის მოსაძებნად, რომელსაც ამ მთის ისტორიის შეცვლა შეეძლო
თუკი მათი გადარჩენისათვის აუცილებელი შელფური მყინვარების დნობა გაგრძელდა, საიმპერატორო პინგვინებს მალე...
ბოლივიაში, ახალ ზელანდიასა და ავღანეთში ქალებმა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების საკითხში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ, გავლენის ზრდასთან ერთად, მრავალნი კვლავაც აწყდებიან კულტურულ წინააღმდეგობასა და ძალადობასაც კი