მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ხმები
ზოგი გმირი იყო, ზოგი — მსხვერპლი. ზოგი, ფაშისტური დროშის ქვეშ,
მსოფლიოზე ბატონობისთვის იბრძოდა. ომიდან 75 წლის შემდეგ ეს თაობა თანდათან ქრება, მაგრამ მათი მოგონებები უწინდებურად ცოცხალია.
მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ხმები
ზოგი გმირი იყო, ზოგი — მსხვერპლი. ზოგი, ფაშისტური დროშის ქვეშ, მსოფლიოზე ბატონობისთვის იბრძოდა. ომიდან 75 წლის შემდეგ ეს თაობა თანდათან ქრება, მაგრამ მათი მოგონებები უწინდებურად ცოცხალია.
75 წლის წინ ყველაზე მასშტაბური, სისხლიანი და დამანგრეველი ომი დასრულდა. მსოფლიო ომი ზედგამოჭრილი სახელი იყო გლობალური კონფლიქტისთვის, რომელშიც მოკავშირეთა ძალები (აშშ, საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, ჩინეთი და სხვა, შედარებით პატარა მოკავშირე სახელმწიფოები) ბერლინი-რომი-ტოკიოს ღერძს (გერმანიას, იტალიას, იაპონიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას) ებრძოდნენ. სხვადასხვა ფრონტზე, ჯამში, 70 მილიონი ადამიანი მსახურობდა ჯარში, მაგრამ ომს ჯარისკაცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
მარცხნივ: საომარი დანადგარებით დანაგვიანებული კუნძული ივო-ჯიმა. ივო-ჯიმაზე წყნარი ოკეანის ომის ყველაზე სისხლიანი ბრძოლა გაიმართა. ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ აშშ-ის საზღვაო ძალების ჯარისკაცებმა სურიბაჩის მთაზე ამერიკული დროშა აღმართეს, მაგრამ სასტიკი ბრძოლა კიდევ სამი კვირა გაგრძელდა. ამ ბრძოლამ ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცებიც გატეხა. „ქანცგაწყვეტილი ჯარისკაცები პირდაპირ მიწაზე ეყარნენ, ხელები სახეზე ჰქონდათ აფარებული და მთელი ხმით ტიროდნენ”, – იხსენებს ერთ-ერთი ვეტერანი; მარჯვნივ: სტალინგრადის ბრძოლის დროს მომაკვდავ საბჭოთა ჯარისკაცს ხელყუმბარა უჭირავს, მისი თანამებრძოლი გერმანელ დამპყრობლებს იგერიებს. სტალინგრადის ბრძოლა – ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო შეტაკება – 200 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ქალაქი, რომელსაც ახლა ვოლგოგრადი ჰქვია, ნანგრევებად აქცია. დაპირისპირებულ მხარეებს უზარმაზარი დანაკარგი ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს საბჭოთა არმიამ იმარჯვა, გერმანიის მეექვსე არმია მთლიანად გაანადგურა და ომი ევროპისკენ შეატრიალა.
ფოტო: UNIVERSAL HISTORY ARCHIVE/GETTY IMAGES; ROGER-VIOLLET/GETTY IMAGES
მეორე მსოფლიო ომმა დაახლოებით 66 მილიონი ადამიანი შეიწირა, რომელთაგანაც 70% – დაახლოებით 45 მილიონი ადამიანი – მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათ შორის ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელი. ათეულობით მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი ან ქვეყანა მიეტოვებინა. ისინი წლების განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობდნენ.
ომის შემდეგ მსოფლიოს იმ ახლებურ წესრიგს ჩაეყარა საფუძველი, რომელშიც უკვე 75 წელია ვცხოვრობთ. მაგრამ დრომ თანდათან გააქარწყლა და ძველი ფოტოსურათებივით გააფერმკრთალა ომის საზარელი შედეგების ხსოვნა. იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც მსოფლიო ომის ტრაგედია საკუთარ თავზე გამოსცადეს, უფრო და უფრო მცირდება. ეს ადამიანები დღესაც მზად არიან, გამოცდილება გაგვიზიარონ და საკუთარი თვალით ნანახი ომი გვიჩვენონ. მათმა უმეტესობამ არ იცოდა, რა ხდებოდა მათი სოციუმის მიღმა. ომმა ისინი ფესვებს მოსწყვიტა და ახალი, მანამდე წარმოუდგენელი გამოცდებისა და გამოცდილებების მორევში ჩაითრია. ბევრისთვის ეს გამოწვევა გამომაფხიზლებელი აღმოჩნდა.
ვოლფგანგ ბროკმანი გერმანელი ვეტერანი „ბუჩქებიდან ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცი წამოდგა… უიარაღო, ხელებაწეული, უკვე შეხვეული ჭრილობებით, დაჭრილი. სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. მინდოდა დამეძახა: გაიქეცი, გაიქეცი აქედან! მაგრამ უფროსმა ჯარისკაცმა იარაღი ამოიღო და ესროლა. ეს უღირსი საქციელი იყო, მაგრამ ეს არის ომის საშინელება, ადამიანები ურჩხულებად იქცევიან”.
ნაბუო ნიშიძაკი იაპონელი ვეტერანი „ომში იმისთვის წაგვრეკეს, რომ სიცოცხლე იმპერატორისთვის და იმპერიისთვის შეგვეწირა. ჩვენც ისე ვიქცეოდით, თითქოს ამის გვწამდა, მაგრამ სიკვდილის წინ ახალგაზრდა ჯარისკაცები დედას ეძახდნენ, უფროსები – შვილებს. ერთიც ვერ ვნახე, სიკვდილის წინ იმპერატორი ან იმპერია ეხსენებინოს”.
ვერა ნიკიტინა ლენინგრადის ბლოკადის თვითმხილველი “არაფრის გახსენება არ მინდა. არაფრის თქმა არ მინდა. ძალიან მიჭირს. არ მინდა, ვინმემ ისევ გამოსცადოს ეს ყველაფერი. როდესაც ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, გული მეწვის და თვალები ცრემლებით მევსება. არ მინდა ისევ ვიტირო; მინდა მშვიდად ვიცხოვრო და მხოლოდ კარგზე ვიფიქრო. აღარ მინდა ისევ რამე საშინელი ვნახო. მაპატიეთ”.
შიძუიო ტაკეუჩი ტოკიოს დაბომბვის თვითმხილველი ვერაფრით ივიწყებს 1945 წლის 25 თებერვალს, როდესაც ამერიკულმა B-29-ებმა ტოკიო დაბომბეს. იმ დღეს, 13 წლის ტაკეუჩის საკუთარი სახლის ადგილას ფერფლის გროვა დახვდა. მხოლოდ ბრინჯის საჭმელი რკინის ჯამი გადარჩა. აკრძალული ინგლისური ლექსიკონი, რომელიც მამამ აჩუქა, ფერფლად იყო ქცეული. 10 მარტს ტოკიო მეორედ დაბომბეს. ტაკეუჩი ნასხლეტების და კვამლის ქარიშხალში გარბოდა, ქუჩები დამწვარი სხეულებით იყო სავსე. არასოდეს დაავიწყდება ქალის გვამი, რომელიც თავის შვილს იყო გადაფარებული.
იევსეი რუდინსკი საბჭოთა ნავიგატორი იევსეი რუდინსკი უნივერსიტეტში სწავლობდა და ტანვარჯიშით იყო გატაცებული, როდესაც მის ცხოვრებაში ომი შემოიჭრა. იგი ჯარში გამწვევ კომისიაში დაიბარეს და უთხრეს, რომ სამშობლოს 100 000 პილოტი სჭირდებოდა. „ავიაციაში მუშაობა არასოდეს მიოცნებია, მაგრამ ახალი საქმის შესწავლა ძალიან მომეწონა“, – ამბობს 98 წლის რუდინსკი.

ჟანინ ბურკი ჰოლოკოსტით დაზარალებული სამი წლის ჟანინი მისმა მამამ ტრამვაით ბრიუსელის მეორე ბოლოში წაიყვანა. მამამ ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა, გოგოს აკოცა და უცნობ ქალს დაუტოვა. ცოტა ხანში ჟანინის მამა გესტაპოს ოფიცრებმა დააკავეს, აუშვიცში სხვა ებრაელებთან ერთად დაამწყვდიეს და გაზის კამერაში გაგუდეს.
ართურ მედოქსი ბრიტანელი კრიპტოლოგი „ალბათ ეგონათ, რომ თუ ეკონომიკური თეორიები მესმოდა, ესე იგი კოდის გაშიფვრასაც შევძლებდი“, – ამბობს 98 წლის ართურ მედოქსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტი იყო, როდესაც ის ბრიტანულმა დაზვერვამ ერთ-ერთ კრიპტოლოგად შეარჩია.
ვალენტინ შორინი ლენინგრადის ბლოკადის თვითმხილველი ვალენტინ შორინი ხუთი წლის იყო, როდესაც ნაცისტებმა ლენინგრადი ბლოკადაში მოაქციეს, რომ შიმშილითა და დაბომბვებით დასუსტებული ქალაქი იოლად აეღოთ. ბლოკადა 900 დღეს გაგრძელდა.
მელი მელონი საბრძოლო თვითმფრინავების ამერიკელი კონსტრუქტორი კენტუკელი ფერმერების ოჯახში დაბადებულმა მელი ოსბორნ მელონმა 1943 წელს რადიოგანცხადება მოისმინა: თვითმფრინავმშენებელ ქარხანას ახალი თანამშრომლები სჭირდებოდა. მელონი ქმარ-შვილთან ერთად ავტობუსით წავიდა დეტროიტში.
იგორ მორშტეინი და ვალენტინა ლუკიანოვა საბჭოთა ვეტერანები ისინი ომმა, ლენინგრადის ბლოკადამ და 40 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ქარხანაში მუშაობამ დააახლოვა, მაგრამ სიყვარული მაშინ გაჩნდა, როდესაც ორივე უკვე დაქვრივებული იყო.

ფოტო: რობერტ კაპა, INTERNATIONAL CENTER OF PHOTOGRAPHY/MAGNUM PHOTOS
მაგალითად, ბეტი ვებისთვის, რომელიც 18 წლის ასაკში ბლეტჩლი-პარკში ბრიტანეთის დაზვერვის მთავარ კრიპტოლოგიურ ოპერაციას შეუერთდა. ვები ერთ-ერთი იყო იმ უამრავი ქალიდან, რომელთა შრომასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ომში ჩართული ქვეყნებისთვის და რომელთაც ომის წლებში საკუთარი თავის და დამოუკიდებლობის ფასი გაიგეს.
მარცხნივ: მარია როხლინა, საბჭოთა სამხედრო ექიმი; მარჯვნივ: ფრედ ტერნა, ჰოლოკოსტგამოვლილი ჩეხოსლოვაკიელი
მარცხნივ: იუჯინ პოლინსკი, ამერიკელი ნავიგატორი; მარჯვნივ: ვალტრუდ პლესი, ომგამოვლილი გერმანელი ბავშვი
ჰარი ტ. სტიუარტ უმცროსი, მონობაში დაბადებული კაცის შვილიშვილი, ომში მიღებულმა გამოცდილებამ მანამდე წარმოუდგენელ სიმაღლეზე აიყვანა. სახელგანთქმული “ტასკიგელი მფრინავების”, შავკანიანთა ავიადანაყოფის, სამხედრო პილოტი გახდა, 43 მისიაში მიიღო მონაწილეობა და აშშ-ის საჰაერო გმირობის ჯვარი დაიმსახურა.
ეს სამაგალითო ამბები დავიწყებას არ უნდა მიეცეს, მაგრამ ომის თვითმხილველთა მოგონებებში წარმატებაზე მეტი ტრაგედიაა. მათი ნაამბობი მეორე მსოფლიო ომის შემზარავი გამოცდილების მონუმენტებია.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ვიქტორ გრეგის, გერმანელების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცის, გამოცდილებაა. ციხე, რომელშიც გრეგი იყო დამწყვდეული, 1945 წელს მოკავშირეთა მიერ დრეზდენის დაბომბვისას დაინგრა. გრეგმა საკუთარი თვალით ნახა ქალაქის დაბომბვა, რომელსაც 25 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და მთელი ცხოვრება თან სდევდა სირცხვილის და დანაშაულის განცდა. მისი და ომის სხვა თვითმხილველების მოყოლილი ამბები სამუდამოდ უნდა ჩაიბეჭდოს ჩვენს გონებაში.
როგორ შეიქმნა ეს სტატია: განსაკუთრებული მადლობა ფოტოგრაფ რობერტ კლარკს და მის მამას, აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანს, რ.რ. “რასელ” კლარკს ამ სტატიის შთაგონებისთვის და ყველას, ვინც რობერტს და ჩვენს ავტორებს უმასპინძლა და საკუთარი მოგონებები გაუზიარა.
ლინ ოლსონი ავტორია წიგნისა „უკანასკნელი იმედის კუნძული: ბრიტანეთი, ოკუპირებული ევროპა და საძმო, რომელმაც ომის მიმდინარეობა შემოატრიალა“. ეს მისი პირველი სტატიაა National Geographic-ში.